| ავტორი: გუგა ჟანრი: პოეზია 12 ივნისი, 2012 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
(მეძავის ჩანაწერები)
დაკბენილ ძუძუსთავებს ცრემლებით მილბობდა, პატიებას შესთხოვდა უფალს... ამ სახლის კარებთან იპოვა სითბო და... ფურცლები თეთრი და სუფთა.
მარიამ ღვთისმშობელი ვიყავი მისთვის და - ,,გიპოვე"... ჩურჩულებდა ყურთან, ძალიან, ძალიან, ძალიან მიჭირდა, ახლა კი, დამსაჯონ თუნდაც, დავრჩები... ვიქნები მორჩილი ფინია, არავის არ ვკითხავ ჭკუას.
ამას ამბობდა და თვალი შევასწარი - ფანჯრიდან გახედა ქუჩას.
*** (დილა. 10სთ.30წთ.)
პატარა ბიჭია და ვაჟკაცის მზერა აქვს, კოპები, დევის ხელა მაჯები, დედიკოს ბიჭია, საცვალზე ეტყობა, ფითქინა პერანგიც ყიდის. ისე იქცევა ღიმილსაც ვერ აკადრებ, გარწმუნებს დიდი ვარ, დიდი... კაცურად დააგდო ფული მაგიდაზე, ჩამოჯდა, დაასხა ვისკი. თავზე გადამისვა ხელი და ვიგრძენი როგორ უთრთოდნენ თითები... რას ვიზამ, სხვა გზა მეც არ დამიტოვა - პატარა გოგოსავით ვიქცევი.
*** (ვალი)
-იოლანტა, კოჭლი კაკოა შენთან! -ღმერთო... (გულისზიდვა დამეწყო ისევ), არა, არ გავალ... არადა, ოქროს ჯაჭვი მისრავს კისერს.
-ღმერთო... (ტუჩებს ვიკვნეტ და ვიმტვრევ თითებს). ეს კოჭლი მაიმახი გამომაყეყეჩებს, მიტირებს დედას და შემშლის... არადა, ამ ოქროს ჯაჭვს კოჭლი კაკოია, თესლად ამომადენს ყელში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ვერ ვუმუღამებ ასეთ ლექსებს ვერ ვუმუღამებ ასეთ ლექსებს
2. პირველი არა და დანარჩენს დავუწერე პლიუსი, პირველი არა და დანარჩენს დავუწერე პლიუსი,
1. "წითელი ხელი" მოუხდებოდა ამას და წაკითხვითაც მეტი წაიკითხავდა მერე:) "წითელი ხელი" მოუხდებოდა ამას და წაკითხვითაც მეტი წაიკითხავდა მერე:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|