ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოდრი
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2012


სტიქია 2011

ტოკიო...
გინძა...
აქ ჩვენ ვცხოვრობდით...
ახლა ქარია...
რა ქვია ამ ქუჩას ?
ამ ბაღს?
ხეივანს?
.....
ტირის ფიჭვები ნასახლარიდან.

ხაპ-პი-ეინი...
შეიფოთლა კრიპტომერია,
ლარიქსი, ფიჭვი,
ვეღარ დგანან ასე ამაყად...
ამ მზიან ტკივილს ვერ გაუძლებს
მარტში საკურა,
ღრუბლებს ატომის სამოსელიანს.

აქ ყველა ქუჩა(სიკვდილს ნიშნავს),
ყოველი წუთი,
ყოველი წვიმა...
აქ ჯოჯოხეთის მასკარადია...

დუმს კუროსივო
ტოკიო
გინძა
ვეღარ გვიშველა მადაროკუმ,
მაგრამ პაგოდა დგას მთვარეული.
(ნაგასაკივით)
ბოლოჯერ ვსუნთქავთ იაპონიას
ბოლო ვაგონთან
                    ეს სტიქიამდე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები