ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დონკიხოტი
ჟანრი: თარგმანი
20 ივნისი, 2012


ჩარლზ ბუკოვსკი - Cut While Shaving

თითქმის არასოდესაა - მეუბნება - ხალხის ხედვა სწორი,
ის, თუ როგორ ჟღერს მუსიკა, ის, თუ როგორ იწერებიან სიტყვები.
თითქმის არასოდესაა - მეუბნება - სწორი, რაც გვისწავლია,
რა სიყვარულითაც გვყვარებია, რა სიკვდილებითაც მოვმკვდარვართ,
რა სიცოცხლეებითაც გვიცხოვრია,
ისინი, თითქმის არასოდესაა სწორი,
ისინი ახლოსაც კი არ არიან სისწორესთან,
ეს სიცოცხლეები, რაც გვიცხოვრია
ერთმანეთის მიყოლებით,
დათავებულები არიან, როგორც ისტორია,
როგორც სახეობათა ქრობა,
როგორც სინათლისა და გზის კოლაფსი,
ეს არ არის მთლად სწორი,
ეს ახლოსაც არ არის
სისწორესთან - თქვა მან.

განა მე არ ვიცი? - ვუპასუხე.

მერე მოვშორდი სარკეს.
ეს იყო დილით, ეს იყო საღამო ხანს, ეს იყო ღამით,

არაფერი შეცვლილა,
ის ჩაკეტილი იყო სივრცეში.
რაღაცამ გაიელვა, რაღაც დაიმსხვრა,
რაღაც
უცვლელია...

კიბეებს ჩავუყევი და შევედი მასში.





It's never quite right, he said, the way people look,
the way the music sounds, the way the words are
written.
It's never quite right, he said, all the things we are
taught, all the loves we chase, all the deaths we
die, all the lives we live,
they are never quite right,
they are hardly close to right,
these lives we live
one after the other,
piled there as history,
the waste of the species,
the crushing of the light and the way,
it's not quite right,
it's hardly right at all
he said.

don't I know it? I
answered.

I walked away from the mirror.
it was morning, it was afternoon, it was
night

nothing changed
it was locked in place.
something flashed, something broke, something
remained.

I walked down the stairway and
into it.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები