ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეგასი
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2012


***

განა ბევრი დაგვრეჩენია,
წამებია წუთამდე,
ეს სოფელი ცრემლად ღირსო,
ეგ არ მითხრა თუ გწამდეს!
ვინც წავიდა,ნუ დასტირი,
მაღალ ღმერთს ეზიარა,
ზეცა არის ჩვენი ბინა,
ეს ქვეყანა კი არა.
მოლოდინით დაღლილ დღეთა
დასრულდება სიზმარი,
არსი ჩვენი არსობისა
ჭეშმარიტად იქ არის.
დატანჯულო ჩემო სულო,
აღმა დაღმა ფრენითა,
ცოტახანიც ,სასუფეველს
შენც ეწევი ლხენითა,
ყოველივეს შემოქმედმა
დაგვილოცოს გზა- კვალი,
რაც კი რამე დაგვრჩენია
ქვეყანაზე სავალი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები