 | ავტორი: აპარმიჟ- ჟანრი: პოეზია 23 ივნისი, 2012 |
მთვარეც ჩამქრალა... ცხრა საათია?... - დღესაც არ დადგა "ხვალე" ნათევი. გუშინდელმა დღემ კვლავ გაათია, ხვალინდელ დღესთან არ ვართ მართლები!
სულ გუშინ, გუშინ, გუშინ და გუშინ... ყოველ ახალ დღეს "გუშინი" შთანთქავს. წლებია უკვე ხელსაც ვერ ვუშლი... ამაღამ ალბათ ვპოვებ სამართალს...
- კაი ხანია უკვე თუმცაღა, მე და "გუშინ" რომ ასე ვხვალ-ვხვალობთ... - ჰო... ალბათ "გუშინს" მოვკლავ ამაღამ, ვეცდები თუმცა... ალბათ ამაოდ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|