| ავტორი: შოკუნა ჟანრი: პოეზია 29 ივნისი, 2012 |
გარეთ თბათვის სურვილებს ვისმენ, ვერხვის მკლავებში ღამე გაგიჟდა, მე არ ვეჩვევი ტკივილებს, ვითმენ, სულიდან კიდევ ვიღაც გავიდა. ცხოვრება კვალში მიყენებს მდევარს, მე ჩემში შეშლილ ძალას ვპოულობ, სამყარო ჩემს წინ მორჩილად დგება და ჩემი სულის ფურცლებს თხოულობს. ძველი წარწერა, შეცვლილი ახლით... ცხოვრება ბედზე გადაწერილა, ბილიკი, მე რომ ვერაფრით გავცდი, ნუთუ ყველაფერს მართლა შეცვლიდა. ბედს ვეთამაშე, წაგებას არ ვცნობ, არავინ მითხრას, რომ მე დავმარცხდი, ცხოვრების ტოტებს ნამტვრევზე ვატყობ- -უბრალოდ ფრეზე მორჩა თამაში. და ეხლა ვდგევარ გაძარცვულ ტყეში, შემოიხია სამოსი ვერხვმა, ტკივილის წაშლად მოვარდა თქეში, მკვდარი წარსული მიგდია ფეხთან. და მე ვბრუნდები, ქარი აღელდა, სულში ყინული მინდა გავალღო, ჩემი ცხოვრების მატიანედან ძველი წარწერა უნდა გავაქრო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ეს არის თავიდან ბოლომდე ლაფსუსი..
0.. ეს არის თავიდან ბოლომდე ლაფსუსი..
0..
12. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შეუძლებელია ადამიანზე თქვა, ვიცნობო. შენს ლექსებში სხვა სამყარო ჩანს. მინდა შენს სამყაროში მზე იყოს... და შენც იქ იყო.. ბდნიერი. მე გაფასებ.
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შეუძლებელია ადამიანზე თქვა, ვიცნობო. შენს ლექსებში სხვა სამყარო ჩანს. მინდა შენს სამყაროში მზე იყოს... და შენც იქ იყო.. ბდნიერი. მე გაფასებ.
11. არმოგწონს და გაიარეო. გავივლი ^__^ არმოგწონს და გაიარეო. გავივლი ^__^
10. მოჩვენება, ვაუ... წეღან მაგარ ლექსზე დაგიკომენტარებია, იმ ლექსთან შედარებით ეს" შედევრია". შენ ამ შოკუნას ერჩი და აბაროტებზე დადიხარ თუ რაშია საქმე. არ თქვა რომ ობიექტურად შეაფასე. მოჩვენება, ვაუ... წეღან მაგარ ლექსზე დაგიკომენტარებია, იმ ლექსთან შედარებით ეს" შედევრია". შენ ამ შოკუნას ერჩი და აბაროტებზე დადიხარ თუ რაშია საქმე. არ თქვა რომ ობიექტურად შეაფასე.
9. 0 დიიიიდი 0 0 დიიიიდი 0
8. "თბათვის" - კორექტურაა. მესამე და ბოლო სტროფების რითმა მოისუსტებს "თბათვის" - კორექტურაა. მესამე და ბოლო სტროფების რითმა მოისუსტებს
7. კარგია-სხვა კომენტარის გარეშე.+2 კარგია-სხვა კომენტარის გარეშე.+2
6. უკეთესი ლექსიც მახსოვს აქ. რავიცი.. ეს არ.. უკეთესი ლექსიც მახსოვს აქ. რავიცი.. ეს არ..
5. სამყარო ჩემს წინ მორჩილად დგება და ჩემი სულის ფურცლებს თხოულობს...
ეს სხვებზე უკეთესია. წინა ლექსებთან კომენტარი-პასუხები წავიკითხე. სწორია, არ უნდა გაიქცე!
სამყარო ჩემს წინ მორჩილად დგება და ჩემი სულის ფურცლებს თხოულობს...
ეს სხვებზე უკეთესია. წინა ლექსებთან კომენტარი-პასუხები წავიკითხე. სწორია, არ უნდა გაიქცე!
4. სულში ყინული მინდა გავალღო, ჩემი ცხოვრების მატიანედან ძველი წარწერა უნდა გავაქრო.
ძალიან მომეწონა. სულში ყინული მინდა გავალღო, ჩემი ცხოვრების მატიანედან ძველი წარწერა უნდა გავაქრო.
ძალიან მომეწონა.
3. არაა, ვერ მომეწონა:) 0 არაა, ვერ მომეწონა:) 0
1. ცხოვრების ტოტებს ნამტვრევზე ვატყობ უბრალოდ ფრეზე მორჩა თამაში. კარგია 5 , მომეწონა. ცხოვრების ტოტებს ნამტვრევზე ვატყობ უბრალოდ ფრეზე მორჩა თამაში. კარგია 5 , მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|