ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მექანიკური ფორთოხალი
ჟანრი: პროზა
29 ივნისი, 2012


გოგონა ინვალიდის ეტლით

  ამბობენ იქ ძველი ხიდები და დანგრეული შენობებიაო...
სულ გინდოდა გეცხოვრა ასეთ ქალაქში, რომელსაც ოცდამეერთე საუკუნის ცვლილებები არ ეხება და ქვედა სართულის შინაბერა მეზობელი არ ამოგვივარდებოდა ყვირილით, მგონი მემილიონედ და არ დაგვირღვევდა მყუდროებას - შეაკეთეთ ეს სახურავი წვიმის წყალი ჩემთანაც ჩამოდისო, ჩვენ კიდე უსახსრობას არ მოვიმიზეზებდით და ვითომდა დარცხვენილი სახეებით არ შევხედავდით.
  წვიმას ჩვენი სახლის კედლები სულ დაებზარა, რომელიც დაუსრულებელი კორპუსის ბოლო სართულზე იყო, დაზიანებული სახურავით, ჩვენ მოგვწონდა სახლშიც რომ წვიმდა.
    ვზივარ და ვცდილობ გიტარაზე შენი საყვარელი სიმღერის მელოდია დავუკრა "Scorpions - Still Loving You", მაინც არ გამომდის, იცინი, დგები და ფანჯრიდან იხედები, რა უშნო ქალაქია, თავისი მოხატული შენობებით და შუშის სასახლეებით, წამო წავიდეთო ისეთი მუდარით მეუბნები, რომ ჩემი თავი თვითონ შემეცოდა პასუხის ძებნაში, მოხვედი, მაკოცე და არაუშავს, მაინც წავალთო, ისეთი რწმენით მითხარი, ზედმეტი იქნებოდა ჩემგან ყოველგვარი სიტყვა!
  იმ დღესაც წვიმდა, როცა ქუჩაში გოგონა ინვალიდის ეტლს მიაგორებდა გაურკვეველი მიმართულებით და მასში მჯდომ ახალგაზრდა ბიჭს, რომელსაც კალთაზე გიტარა ედო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები