ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დონკიხოტი
ჟანრი: თარგმანი
4 ივლისი, 2012


I Don't Remember... by Ash L Bennett

მე აღარ მახსოვს, ჰო, აღარ უკვე,
მოხაზულობა ხელების შენი,
მათი სინაზე და სიფაფუკე,
როცა ჩემს ხელში ტკბებოდნენ ფერვით.
არ მახსოვს შენი თითების სიგრძე
და ნაოჭთა ღრმა მონაკვეთები.

მე აღარ მახსოვს, ჰო, აღარ უკვე,
შენი სიმაღლე და ის მანძილი,
როცა რომ თავი დაგადე გულმკერდს
და ვისვენებდი ასე დაღლილი,
როცა მიკრავდი შენს გულთან ახლოს.

მე აღარ მახსოვს, ჰო, აღარ უკვე,
საწოლში თუ რა სურნელი გდიდა...
რა განცდა ქმნიდა მაგიურ წუთებს,
ჩვენი რითმული გულთაცემიდან,
როცა ვწვდებოდით ზეცას და ღრუბლებს...

მე აღარ მახსოვს, ჰო, აღარ უკვე,
შენი ხმის ჟღერა, როცა მეძახდი
თითქოს ღიღინით: ხმად გამოუთქმელ,
- ვით საგანძური ათასჟღერადი,
მთელს შენ არსებას როცა ვეუფლე.

და აღარ მახსოვს, ჰო აღარ უკვე,
ტუჩების ფორმა, შენს თვალთა ფერი...
მხოლოდ ის მახსოვს: ჩამიპაჭუნე
თუ როგორ თვალი და თქვი სათქმელი,
გაღიმებულმა:

”მე შენ მიყვარხარ”





I don't remember, any more,
The exact shape of your hands
As I held them in mine,
Caressed them,
Memorized the length of your fingers,
The depth of your calluses.

I don't remember, any more,
Exactly your height, how much
Taller than me
You were, where
My head rested on your chest
When you held me tightly close.

I don't remember, any more,
Your scent, when we lay together
Creating our own
Magic rhythm,
Matching our heartbeats as we
Touched the sky, together.

I don't remember, any more,
The sound of your voice, calling
My name as though
It were a song
Within itself, a precious treasure
You valued with all your being.

And I don't remember, any more,
The color of your eyes, the shape
Of your lips,
Only...
How your eyes crinkled at the corners
And your laugh, as you told me,

"I love you."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები