ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2012


ეს

ეს ის ნივთებია
წარსულს რომ ახსენებს,
ზოგი უყვარს, ეთაყვანება,
ზოგი სძულს, ეზიზღება.
ჩამოღვენთილი სანთლებიცა აქვს
გამოხვეული მიტკალში.
ეს ნათლობისაა,
ეს ჯვრისწერისა,
ეს ბედობისა,
ეს...ეს...
ეს ჯერ კიდევ ჩამოსაღვენთია.
კაბებიცა აქვს
საგულდაგულოდ ჩაკეცილი,
ზოგი ნუშია,
ზოგი ალუბალი,
ზოგი თოვლის ფიფქი,
ეს...ეს...
შავია, ტკივილისფერია.
სძულს, ეზიზღება.
მაინც ინახავს.
ეს მისი ცხოვრებაა,
ეს მისი წარსულია.
ერთიც რომ გადააგდოს,
ნაგავს გაატანოს არ შეიძლება,
ყველაფერი თავდაყირა დადგება.
წიგნს დაემსგავსება ფურცლებამოხეულს,
ლაბადას სარჩულჩრჩილშეჭმულს,
ფილმს ნაწვალებს, ნაწურს.
შესავსებიც რაღა დარჩა,
არც ისე ბევრი.
ხოდა,
ზოგი აქედანვე უყვარს,
ეთაყვანება,
ზოგიც აქედანვე სძულს,
ეზიზღება.
ეს მისი ცხოვრებაა...
ეს მისი მომავალია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები