ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2012


პაპსა

დასდევს დარდი ლეკვივით,
ლოკავს გულის გულს,
ჯამბაზობს და აჩრდილებს,
უხდის ლიქნით ქუდს.
ჯერ სიზმრებში ნებივრობს,
გაღვიძება სძულს,
ჩრდილში ზის და კაიფობს.

შეუბერავს სულს
პაპიროსის ნაღვერდალს,
გამოუშვებს ბოლს,
ერთიანს და ორიანს
მიუმატებს ნულს.

სევდიანი თვალებით ამოხედავს
ცოლს.
გრძნობს რომ მისი სიცოცხლე
მასზე ფიქრობს
ცუდს.

კადრები კი იცვლება,
ღამეს მოსდევს დღე,
კოლოფიც დაიცლება.
უკანასკნელ ღერს
თვალით ეალერსება
და მადლს სწირავს ღმერთს.

ხვალ კი, ხვალემ იდარდოს,
(დარდი მისდევს დარდს).
გამოგონილ სიხარულს
უსასობა კლავს.

ჯერ სიზმრებში ნებივრობს,
ჯერ კარგად გრძნობს თავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები