 | ავტორი: კენტავრი ჟანრი: პოეზია 10 აგვისტო, 2012 |
როცა ოთახში ჯერ კიდევ თბილა, როცა დაღლილი თებერვლის დილა, ზამთრის სუსხისგან გათოშილი თეთრი თითებით ქარგავს ალიონს. როცა ქუჩაში ნელ - ნელა , მაგრამ საქმიანად მატულობენ ნაფეხურები, და გამჭირვალე თეთრი ღრუბელი თოვას აპირებს, წაბლის ტოტიდან არეკლილი მზის სხივი რომ უცებ სახეში შემოგანათებს და თითქოს ახლა დაიბადე -ბავშვივით რომ გაგეღიმება, როცა ისედაც გათელილ ქუჩას, შენს ნაფეხურებს მიუმატებ, უმიზნოს და უმისამართოს. თუ მარჯვნივ წახვალ ცხენს დაკარგავ, მარცხნივ- ხმალს, წინ ? წინ იარე რამდენიც გინდა, ვიდრე, ერთხელაც, მასაც, შენსავით უმიზნოს და მაინც დამაშვრალს, ისევ შენს თავს ღ წააწყდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. არა არ მომეწონა......... არა არ მომეწონა.........
4. http://www.youtube.com/watch?v=cfOa1a8hYP8 http://www.youtube.com/watch?v=cfOa1a8hYP8
3. როცა ქუჩაში ნელ - ნელა , მაგრამ საქმიანად მატულობენ ნაფეხურები, - ეს მომეწონა და იმდენად კარგი კადრია, რომ გამეორებასავითაა შენი ნაფეხურები და ჩემი აზრით აღარ უნდოდა. მთლიანობაში განწყობიანია. წარმატებები. როცა ქუჩაში ნელ - ნელა , მაგრამ საქმიანად მატულობენ ნაფეხურები, - ეს მომეწონა და იმდენად კარგი კადრია, რომ გამეორებასავითაა შენი ნაფეხურები და ჩემი აზრით აღარ უნდოდა. მთლიანობაში განწყობიანია. წარმატებები.
2. ისევ შენს თავს ღ წააწყდები.
ეს როგორ მოხდება არ ვიცი:(
როცა ოთახში ჯერ კიდევ თბილა, როცა დაღლილი თებერვლის დილა, ზამთრის სუსხისგან გათოშილი თეთრი თითებით ქარგავს ალიონს. როცა ქუჩაში ნელ - ნელა , მაგრამ საქმიანად მატულობენ ნაფეხურები, და გამჭირვალე თეთრი ღრუბელი თოვას აპირებს, წაბლის ტოტიდან არეკლილი მზის სხივი რომ უცებ სახეში შემოგანათებს და თითქოს ახლა დაიბადე -ბავშვივით რომ გაგეღიმება, როცა ისედაც გათელილ ქუჩას, შენს ნაფეხურებს მიუმატებ, უმიზნოს და უმისამართოს.
ეს ნაწილი მომეწონა.
ისევ შენს თავს ღ წააწყდები.

| მონაცემები არ არის |
|
|