ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კენტავრი
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2012


სიბერე

უკვე დავბერდი,
ყრმობისდროინდელ მოგონებებს , ნისლებში ვფანტავ და მენატრები,
როგორც ჩემი თბილი დღეების დაღლილი მოწმე,
ცხოვრების ბოლოს , ვერგამხელილ ცოდვასავით რომ შემოგინახე,
მისი წყალობით მოსვენება რომ არ მეღირსა.
და ახლა, საზღვარს მიტანებული,
რომლის მიღმაც ვეღარ წაგიყვან,
ჩემი მღვრიე ცნობიერების ღია ფანჯრიდან ,
შორს მიმავალ ნისლებში გფანტავ,
როგორც საკენკს ჭრელ ჩიტებისთვის.
უამრავი ზამთარი რომ გამოიარეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები