ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კენტავრი
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2012


სადისტი

ყოველთვის უფრო მეტია იგი, ვინც გვატკინა და ვაპატიეთ.
ვიდრე- იგი, ვისაც არასდროს არ უტკენია,
ამიტომაც, მე პირველმა გაგემე სილა,
მე გამოგკაწრე პირველმა ყელი,
მე გაგწირე და გაგიმეტე,
მასხრად აგიგდე, დაგცინე და ვაცინე სხვებიც.
მე დავინახე პირველმა შენი სისხლი და ცრემლი,
მე მიხაროდა ყველაზე მეტად შენი ტკივილი
და საუკუნო მიტევებასავით მომღიმარი შენი ჭრილობა.
-ამიტომაც მე დამკლდი ყველაზე მეტად,
მე ამტკივდი,
მე დაგიტირე.
და ახლა, თუკი მართლა შეძლებ რომ მაპატიო.
რომ გაიგო ჩემი ტკივილი
ჩემს მიერვე მოყენებული ტკივილის გამო,
მოვალ შენთან ,ჩაგეხუტები და დავიძინებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები