ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2012


ვილაპარაკოთ სიყვარულზე

ვილაპარაკოთ სიყვარულზე რამდენიც გინდა,
ვილაპარაკოთ უსაშველოდ, გაცლამდე ქანცის...
და დღესასწაულს,
მე და შენ რომ ჟრუანტელს გვგვრიდა,
წლები აგვაცლის...
ვილაპარაკოთ -
გადმოვფინოთ სურვილები ატლას-ფარჩებად
და დღესასწაულს კვლავ მოგვიწყობს სულის ამბოხი,
სიყვარული თუ გადარჩება...
ვილაპარაკოთ გვირილებზე, ცვრიან ვარდებზე,
ვილაპარაკოთ ყველაფერზე ...
ვილაპარაკოთ, ოღონდ არასდროს
სიძულვილზე, შურზე, დარდებზე...
დღესასწაული იმალება სიტყვების ქარში...
ვილაპარაკოთ,
ვიდრე ბზარი გაჩნდება ხმაში ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები