ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: GAVROSHA
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2012


დაკარგული წერილი II

ძნელია ძმაო...
ძნელია იმ (გაწითლებულ) ქვეყანაში ცხოვრება,
რომელიც უმისამართოდ მიდის.
იმ ქვეყანაში, სადაც სიყვარულს გიკლავენ,
კარებს გიკეტავენ
და მარტო გტოვებენ.
გართმევენ სიცოცხლეს...
იმ სიცოცხლეს, რომელიც უფალმა გაჩუქა
წარსული ცოდვების გამოსასწორებლად.
ქვეყანა ძონძებშია გახვეული,
იმ გვირაბში მაცხოვრებლებს ვგავართ,
რომლის ბოლოსაც სინათლე არ ჩანს,
ან ჩანს და უბრალოდ ვერ ვხედავთ.
ხალხს იმედი აქვს დაკარგული.
ახლა სხვა დრო არის,
ადრე სიყვარულით ვთვრებოდი,
ახლა კი სასმელი მათრობს.
ყოველთვის მინდოდა მშვიდი ცხოვრება,
მინდოდა ლექსები მეწერა-ბედნიერებაზე,
მაგრამ ახლა ვბრძოლობ...
ვბრძოლობ სიყვარულისთვის,
რწმენისთვის,
წარსულისთვის
და მშვიდობისთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები