ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რჰაეგარი
ჟანრი: პროზა
13 ივლისი, 2012


გახსოვს?

    რამდენი ხანია გადაუღელბლად თოვს, ალბათ ამასობაში ათასი წელი გავიდა. უკვე მერამდენჯერ გამოცვალეს ის ყავისფერი ფარდა, მისთვის ხელის შეხება რომ ასე ძალიან გიყვარდა. უკვე მერამდენე დღეა, აღარ შემოგიბიჯებია შენი დაგლეჯილი კედებით ჩვენთან, აღარ დაგვიმალავს ის წყეული წამლები საწოლის ქვემოთ. ალბათ მეჩვენებოდი, - იქნებ ამიტომაც შევყურებ მე დაბარდნილ ეზოს, შენ კი თავადვე ხარ ამ თოვლში.

    რომ მოგიყვანეს, ჩემსავით შიზოფრენია გჭირდა, - მახსოვს, ერთად ვართობდით ოთახში მოცეკვავე აჩრდილებს და ხშირად ვცეკვავდით წარმოსახვით ჰანგზე, მისი ღიღინი რომ ასე მიყვარდა. ერთად დავცინოდით ფსიქიატრ ქალებს, ასეთი ნორმალურები რომ იყვნენ, გახსოვს?

    ალბათ გენატრება შენობის ბაღი, ათასფერ ყვავილს რომ ვკრეფდით ერთად: ბალახისფერი ქურთუკი გეცვა, მახსოვს, რომ ვღიღინებდით ანისულის ხესთან...

    რა ვქნა რომ ასე სულელურად ვეტრფი ამ ჩემთვის მიუწვდომელ თავისუფლებას, - მასთან ერთად კი, ნელ-ნელა, შენც მასავით მიუწვდომელი ხდები. მე კი თბილ და უდარდელ ზაფხულში დაბადებული, ბავშობადაკარგული ბავშვივით ვდნები; ნელ-ნელა ღრუბლები სხეულებს ქმნიან, მეჩვენება, თითქოს მე და შენ დავძრწით აღმა და დაღმა, შიგნით და გარეთ... მაგრამ მათ შემყურეს ისევ მახსენდება, - რომ როგორც ღრუბელი იშლება ცაზე, მეც ასე დაგკარგე მაშინ.

    გაბრუებული შევყურებ უჩინარ ქუჩას და ველოდები შენს გამოჩენას, გამოკეტილი უფრთო ჩიტივით ვსეირნობ ბაღში. უკვე რამდენმა ზამთარმა განვლო, უკვე რამდენჯერ, რამდენჯერ გააღეს ეს წყეული კარი; მე კი ისევ აქ ვზივარ, და გელოდები…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები