ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცქნა
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2012


გული ძგერს შენკი გგონია გიყვარვარ

გული ძგერს  შენკი გგონია გიყვარვარ,
მე შენ მიყვარხარ ფარსია სიტყვა.
სიყვარულია როცა მას ეძებ
და შეამჩნევ, რომ შენს გვერდით სძინავს ...
მოგენატრება კოცნა შენ მისი,
თვალებს გაახელ მის თვალთან ახლოს,
შენი ტუჩები მისას ეხება
და მაშინ იგრძნობ შენ დიდ სიყვარულს.
ეს ყველაფერი შენთვის უცხოა,
შენ არ მეძებდი...
მე კი გეძებდი...
ყველგან გეძებდი,გეძახდი,გთხოვდი
მაგრამ არ ჩანდი მემალებოდი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები