 | ავტორი: თათანა ჟანრი: პოეზია 21 ივლისი, 2012 |
ღმერთო მაპატიე განცდა უღმერთოების და ბოდვა უკვე განზრახული, მაგრამ ჯერ არ ჩადენილი ცოდვა. ღმერთო მაპატიე, რადგან წუხელ მთელი ღამე თოვდა... თოვდა. ვერ იტყოდი თეთრად, რაღაც მოიისფროდ უფრო მერე, ეს სამყარო შეცდა მერე, ამ სამყაროს უცხო, გამვლელივით გავცდი, თავი ავარიდე ალბათ, რადგან ყველაფერი, მაინც უკვე აღარაფერს გავდა. ღმერთო მაპატიე, ბოდვა რაღაც უსურვილო განცდა რადგან მთელი ღამე თოვდა რადგან ყველაფერი კარგად იყოს, რა თქმა უნდა, წამით წამის მეასედით თუნდაც, ოღონდ შემახვედრე ისევ, ერთხელ დამანახე, თუმცა... ვიცი, ყველაფერი ვიცი, გარდა დანარჩენის - ჰოდა უნდა გადავლახო შიში უნდა გავამართლო ბოდვა, რადგან სხვანაირად მტკივა, რადგან სხვანაირად თოვდა. უკვე განზრახული, მაგრამ ჯერ არ ჩადენილი ცოდვა. ღმერთო მომიტევე, რადგან... მენატრება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ღმერთო მაპატიე, რადგან წუხელ მთელი ღამე თოვდა... თოვდა. ვერ იტყოდი თეთრად, რაღაც მოიისფროდ უფრო....
აი იისფერ თოვლში რომ ვიგუნდავებთ :) ღმერთო მაპატიე, რადგან წუხელ მთელი ღამე თოვდა... თოვდა. ვერ იტყოდი თეთრად, რაღაც მოიისფროდ უფრო....
აი იისფერ თოვლში რომ ვიგუნდავებთ :)
20. ღრმაა და სევდიანიც.კარგია ძალიან ++ ღრმაა და სევდიანიც.კარგია ძალიან ++
19. თოვდეს მაინც ..
მეც მენტარება ..
ყოჩაღ! თოვდეს მაინც ..
მეც მენტარება ..
ყოჩაღ!
18. ძალიან მელოდიურია ) +2 ძალიან მელოდიურია ) +2
16. ჭიჭინაძე, შენი ეს კომენტარი არ წამეკითხა და მეხი დამცემოდა!!! ჭიჭინაძე, შენი ეს კომენტარი არ წამეკითხა და მეხი დამცემოდა!!!
15. უკვე განზრახული, მაგრამ ჯერ არ ჩადენილი ცოდვა. +++++ სიმართლეა რას ვიზამთ ! პ.ს მე მომწონს ეს ლექსი .. უკვე განზრახული, მაგრამ ჯერ არ ჩადენილი ცოდვა. +++++ სიმართლეა რას ვიზამთ ! პ.ს მე მომწონს ეს ლექსი ..
14. მე მომეწონა, როგორც ლექსი. მე მომეწონა, როგორც ლექსი.
13. მომეწონა მისი შინაარსი და ლექსი რაღაცნაირად მელოდიურია, მთელი დღეა მისი სტრიქონები მიტრიალებს თავში. გრძნობა რომელმაც ეს დაგაწერინა, ძალიან ნაცნობია ჩემთვის. წარმატებები :) მომეწონა მისი შინაარსი და ლექსი რაღაცნაირად მელოდიურია, მთელი დღეა მისი სტრიქონები მიტრიალებს თავში. გრძნობა რომელმაც ეს დაგაწერინა, ძალიან ნაცნობია ჩემთვის. წარმატებები :)
12. ჯერ ავტორის სახელი წაიკითხე სწორად და მერე ლექსი და მერე შეიძლება შეფასება :) ჯერ ავტორის სახელი წაიკითხე სწორად და მერე ლექსი და მერე შეიძლება შეფასება :)
11. რითმების იქითაც გაიხედეო და ქალბატონო თანანა საით უნდა გაიხედოს? ვერაფერი ვერ გავიგე ამ ლექსში,
თან თუ ადრესატი ყოლია, ამ ლექსში არაფერი არაა მსგავსი ადრესატზე, საერთოდ არ ეხება ეს ლექსი ადრესატს
ერთადერთი ამას თუ გამოვარჩევ ლექსში დასაწყისსს,
ღმერთო მაპატიე განცდა უღმერთოების და ბოდვა უკვე განზრახული, მაგრამ ჯერ არ ჩადენილი ცოდვა.
მაგრამ ესეც სუსტია რითმების იქითაც გაიხედეო და ქალბატონო თანანა საით უნდა გაიხედოს? ვერაფერი ვერ გავიგე ამ ლექსში,
თან თუ ადრესატი ყოლია, ამ ლექსში არაფერი არაა მსგავსი ადრესატზე, საერთოდ არ ეხება ეს ლექსი ადრესატს
ერთადერთი ამას თუ გამოვარჩევ ლექსში დასაწყისსს,
ღმერთო მაპატიე განცდა უღმერთოების და ბოდვა უკვე განზრახული, მაგრამ ჯერ არ ჩადენილი ცოდვა.
მაგრამ ესეც სუსტია
10. ჩასამღერებელი მონატრება :) ჩასამღერებელი მონატრება :)
8. მადლობა ხათუნა :) ძალიან ვერიდები ხოლმე რამის დაწერას საერთოდ, მაგრამ ვერ მოვითმინე :| ოსტროველი რითმების იქითაც არი უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები და სამწუხაროა რო ვერ ხედავ. გეგა, მადლობა შეფასებისთვის და გეთანხმები, ეს ნაწერი ჩემთვის პოეზიაზე მეტია. ამ ლექსის ადრესატი 7 წლის უნდა გამხდარიყო და სხვანაირად ვერ მივულოცე დაბადებისდღე და იმიტო დავდე. მადლობა ხათუნა :) ძალიან ვერიდები ხოლმე რამის დაწერას საერთოდ, მაგრამ ვერ მოვითმინე :| ოსტროველი რითმების იქითაც არი უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები და სამწუხაროა რო ვერ ხედავ. გეგა, მადლობა შეფასებისთვის და გეთანხმები, ეს ნაწერი ჩემთვის პოეზიაზე მეტია. ამ ლექსის ადრესატი 7 წლის უნდა გამხდარიყო და სხვანაირად ვერ მივულოცე დაბადებისდღე და იმიტო დავდე.
7. მეც სხვანაირად ამტკივდა ეს ლექსი! იხარეთ! მეც სხვანაირად ამტკივდა ეს ლექსი! იხარეთ!
6. ერთიდაიგივე რითმებია თითქმის...არ მომეწონა.... 0 ერთიდაიგივე რითმებია თითქმის...არ მომეწონა.... 0
5. არავითარ შემთხვევაში. პოეზია სხვა რამეა.. 0.. არავითარ შემთხვევაში. პოეზია სხვა რამეა.. 0..
4. მადლობა ბენჟამენ, მარა გოგონა არ ვარ :)
ანა დიდი მადლობა ჩემო კარგო :) მადლობა ბენჟამენ, მარა გოგონა არ ვარ :)
ანა დიდი მადლობა ჩემო კარგო :)
3. არვიცი,მე მაგალითად ძალიან მომეწონა.მე მგონი გოგონა გულით მღერის მშვენიერ ჰანგებს. +++++++ არვიცი,მე მაგალითად ძალიან მომეწონა.მე მგონი გოგონა გულით მღერის მშვენიერ ჰანგებს. +++++++
2. ეს სხვა თქვენს ნაწერებთან შედარებით ნაკლებად მომეწონა...
თუმცა, ყოველთის ბრწყინვალეს ხომ ვერ დაწერ ადამიანი, ზოგჯერ თემაც არ გიწყობს ხელს : )))
+ ეს სხვა თქვენს ნაწერებთან შედარებით ნაკლებად მომეწონა...
თუმცა, ყოველთის ბრწყინვალეს ხომ ვერ დაწერ ადამიანი, ზოგჯერ თემაც არ გიწყობს ხელს : )))
+
1. ავტორი: თათანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ავტორი: თათანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|