 | ავტორი: პალიაჩი ჟანრი: იუმორისტული 27 ივლისი, 2012 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ლექსად ვიტყვი, ჩემ სატკივარს, თვალი მეწვის ცქერისგან, სინათლის და სისუფთავის მკვიდრი ქალაქელი ვარ. ჩვენთან სტუმარ–მასპინძლობა, ნაქებია ოდითგან, განავალმა ამოაგდო მტკვარი კალაპოტიდან.
აქ უყვარდა ბარათაშვილს ობლად სიარულიო, დღეს კი ერთი გადმოხედეთ, თევზმა მტკივა გულიო. ვახტანგს ამის შემხედვარეს, დაუხუჭავს თვალები, ხელიც დაბლა ეწევა და ცხენს გასცვივდა ნალები.
პანთეონი იხვეწება, მოშენება მინდაო, თორემ მეტი გვამისათვის აღარ დამრჩა მიწაო. მთაწმინდაზე ტყის სიღრმეში პატრიოტი წყვილები, საქართველოს მომავლისთვის კვნესენ გაოფლილები.
გიგანტური ჭადრაკი და როიალზე ღრეობა, ოლვეისის ხიდი ქალებს, კაი ხანი გეყოფათ. ბოზი ლოთებს ეკიდება, მოდა გაპიდარასტდა. ტურისტები იმდენი გვყავს, მასპინძლები აღარ ვართ.
შარდენზე რომ გაივლი და მზეზე გულწასულების, სიმონ აქეთ მეიწიე – ისმის ქუთათურების. აბანოებს შევუცვალეთ, სახელიც და დატვირთვაც, ბორდელი და საუნაა, აქ გვაქვს შიდსის კაბინაც.
ავტობუსშიც გავაკეთეთ, ერთი დიდი საუნა, ხალხი ოფლში იწურება, პარლამენტი გახუნდა. ესპანეთის გამარჯვება, თბილისელებს გვახარებს, აბა დინამოს ვარსკვლავი, ჩვენ ქართველებს რას გვარგებს?!
მზარდი ეკონომიკა და ლარის კურსი ბირჟაზე, მანდატურმა ამოაგდო რეფორმების სიყალბე. გაგვანათეს, ავყვავდითო, ყვავმა მართლა დაგვცინა, ჩვენ კი ხოხბის შთამომავლებს, ეგ სინათლე არ გვინდა.
ჩემი ლექსი ბინძურია, როგორც ჩემი ქალაქი, ჩამობნელდა ქუჩები და თავს გვაყრია ნაგავი. ხოდა ამით დავასრულებ, თორემ სათქმელს რა დალევს, ყველაფერი ახლა თუ ვთქვი, სხვა დროს ვინ მათამადებს?!
პ.ს.
მე ჩემს სიტყვებს, გადატანილს, არასოდეს არა ვცვლი, თუ სათქმელი ერთხელ ითქვა, ალამაზო - არად ღირს. გროტესკი და სატირაა ჩემი კალმის მელანი, რა ვქნა, მე ვერ დავდუმდები, ნაგავში ვართ ყელამდის.
პალიაჩის ორმხრივ ნიღაბს, სახე აესისხლხორცდა, მე სამეფო ჯამბაზი ვარ, ცრემლმა მწარედ ილოცა. მე რომ გიწერ, შენსას ვფიქრობ, შენ გიზივარ თავშია, ჩემი სიტყვის სიდიადე, მის ათასგვარ აზრშია,
შენ კი ირჩევ ამ აზრთაგან იმ ერთადერთს, რასაც თვლი, რომ სწორი და უთუოა, მოწმე – ღმერთი მაღალი. ჩემს კიცხვას და გამტყუნებას, შეშფოთებას ესა სჯობს – გახვიდე და ჩვენს ქალაქში ერთი მწვანე ხე დარგო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ძლივს არ გევიგონე ამ წითელხელიან ბინძურ სატირა-ეროტიკაში ადამიანური ნათქვამი? გეიხარე ბიძიკო... ისე შეგაწუხეს ხო ქუთაისლებმა სიმონ. რა ქენი ბიძია თუ იცი, გოდოუტანე მაგენს სახინკლეები და პივხანები ქუთაისში და ერთს ვეღარ დეინახავ მეორე დღეს მაქანა... ისე ძაან გგულშემატკივრობთ ქუთაისლები თბილისელებს, მარა არ გჯერათ თქვენ მაგი, ახლა კი არა, იმის მერე მოყოლებული, რაც გეეკიდეთ იმ საცოდავ ხოხობს, ქერო გოუპუტავი მეგეხარშათ ცხელ წყალში... ნიჩეგო ბიძიკო, ნიჩეგო, ვიწვალებთ ასე ცოტა ხანი ყველა ერთად და მიხვდებით ბოლობოლო ამერლები, იმერლები რო ჯობილარიენ იანცებს და მამედ-ოღლებს და იქნება ეშველოს მერე მტკვარშიც და რიონშიც წვერას. აბა შენ იცი, წერე ბიძიკო, წერე. აბა არტურა პირაჟკიანცმა უნდა წეროს?
ძლივს არ გევიგონე ამ წითელხელიან ბინძურ სატირა-ეროტიკაში ადამიანური ნათქვამი? გეიხარე ბიძიკო... ისე შეგაწუხეს ხო ქუთაისლებმა სიმონ. რა ქენი ბიძია თუ იცი, გოდოუტანე მაგენს სახინკლეები და პივხანები ქუთაისში და ერთს ვეღარ დეინახავ მეორე დღეს მაქანა... ისე ძაან გგულშემატკივრობთ ქუთაისლები თბილისელებს, მარა არ გჯერათ თქვენ მაგი, ახლა კი არა, იმის მერე მოყოლებული, რაც გეეკიდეთ იმ საცოდავ ხოხობს, ქერო გოუპუტავი მეგეხარშათ ცხელ წყალში... ნიჩეგო ბიძიკო, ნიჩეგო, ვიწვალებთ ასე ცოტა ხანი ყველა ერთად და მიხვდებით ბოლობოლო ამერლები, იმერლები რო ჯობილარიენ იანცებს და მამედ-ოღლებს და იქნება ეშველოს მერე მტკვარშიც და რიონშიც წვერას. აბა შენ იცი, წერე ბიძიკო, წერე. აბა არტურა პირაჟკიანცმა უნდა წეროს?
3. უბედურობა ლექსია ეს:D:D:D 0 უბედურობა ლექსია ეს:D:D:D 0
2. სიმართლე საკმაოდ ურევია. სიმართლე საკმაოდ ურევია.
1. არ მომეწონა არ მომეწონა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|