ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიინ
ჟანრი: პროზა
27 ივლისი, 2012


ის არ მოვიდა

    ბავშვებს ეზოში წრე გაეკეთებინათ, წრის შიგნით დაახლოებით 6 წლის პატარა, ლურჯთვალება, გაცრეცილი, ხვეულთმიანი გოგონა ტიტინებდა:
– დღეს დედა სახლში წამიყვანს, დედას ვუყვარვარ! იცით როგორი ლამაზია ჩემი დედიკო?  – ძალიან ლამაზია, ჩვენ წავალთ და სულ, სულ ერთად ვიქნებით.
– მეც მინდა დედასთან, –ცრემლი მოადგა ერთ–ერთ ბავშვს თვალებზე.
– ნუ გეშინია ლინდა, შენი დედიკოც მოვა და თუ კიდევ არ მოვიდა, – ტუჩები აიბზუა, – მე და დედა ვივლით შენთან, ჩვენ მოგიტანთ ნაყინს, შოკოლადებს, თოჯინებს...
– რა მოხდა? – იკითხა ერთმა ბიჭუნამ, რომელიც ბავშვებს მიუახლოვდა.
– დღეს მარიამი დედას სახლში მიჰყავს – უპასუხა ლინდამ და კაბა შეისწორა.
    ბიჭუნას სახე გაებადრა, მზერა ჭიშკრისკენ გადაიტანა – „სახლი? –არა, ოღონდ მოვიდეს...“ –გაიფიქრა, ბავშვებს გაერიდა და ეზოს ყველაზე მშვიდი კუთხისკენ გაემართა, მისი ოცნებებისთვის, რომ არავის შეეშალა ხელი.

– წამოდით ბავშვებო , ვითამაშოთ სანამ დედა მოვა, დღეს არ ავითვალოთ, მე დავიხუჭები, მუხის ხეს მიეყრდნო მარიამი, –  1, 2, 3...
    დრო  უცებ გავიდა, მოსაღამოვდა, მარიამი ეზოში,  მუხის ძირში მიწაზე მოკალათდა, სადაც ცოტა ხნის უკან, ყველაზე ბედნიერი თამაშობდა დამალობანას.  ჭიშკრის იქით მოსიარულე ხალხში დედას ეძებდა  – ,,ნეტა სად არის აქამდე? აი,  სადაცაა დაღამდება.  არ მოვიდა, თუმცა დამპირდა. მოვა, მან მითხრა და აუცილებლად  მოვა!“ – ცრემლები წამოუვიდა.

დაღამდა...

    მას შემდეგ შეიცვალა ეს პატარა  გაუჩერებელი, ტიტინა ბავშვი, მუდამ ენერგიითა და სიცოცხლით სავსე. თითქმის არ საუბრობდა, ოთახიდან იშვიათად გამოვიდოდა და  მხოლოდ იმიტომ, რომ ეზოს ყველაზე ჩუმ კუთხეში შეყუჟულიყო  და ეოცნება.
  იმ დღის შემდეგ აღარ იხედებოდა ჭიშკრისკენ, თვალს არიდებდა გარეთ მოსიარულე ხალხს. რამდენი რამ შეიცვალა მის გარშემო, თვითონაც შეიცვალა. ისწავლა ბევრი ახალი, დაივიწყა ძველი, თუმცა, რაც ყველაზე მეტად სურდა მისი დავიწყება ვერ შეძლო


  ის არ მოვიდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები