ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალალო
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2012


გალექსილი დრამატიზმი

ავი ხილვა ახდა, ტანჯვა განმიახლდა:
გამეყინა ნატვრა, სითბო მომენატრა,
მომეწყურა შვება, ლხენა ძირს ეშვება,
კოპი შეკრა ბედმა,მკვლელმა, ულმობელმა.
ამერია ფიქრი, აზრი უგზოდ მიქრის,
ისმის შფოთვის ზარი, დამატყდა თავზარი,
სილაღის ზღვა დაშრა, მისგან გუბე დარჩა,
ძაფის ხიდზე ვდგავარ, უსახლკაროს ვგავარ,
ჩამობერდა განცდა, ცხადი კოშმარს გასცდა,
გზა მეცლება სხარტად, გავშრი, დავრჩი სახტად,
რა მჭირს, რად ვერ ვხარობ, დღემიწყივ რად ვჯავრობ,
რამ დამმართა ბნედა, მზე რად დამიბნელდა?
რამ დაფლითა გრძნობა, ცნობა, ნდობა, დობა...
გულში მცივა, მცივა, ტანს სევდა მაცვია,
რისხვა არის მართლა, სულ არ გამიმართლა,
ეშინია გულს, ძრწოლვით დათანგულს,
ეშინია სულს, დამშვიდება სურს,
ვიწყებ დარდის ღიღინს-ეს ცხოვრება მიღირს?
ცრემლი მომეძალა, ღმერთო, მომე ძალა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები