ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2012


სწორი

სასწაული მოხდა ჩემ ცხოვრებაში.
(გამოცხადება)
ბასკ მზეთუნახავს -
კრიალა კანით,
ნახშირივით თვალებით,
წვრილი წელით,
პილარი პუას შევხვდი.
ჰმ, შევხვდი(?!)
შევხვდი კი არა,
ზვავივით დამეცა...
გავახილე თვალები -
მსხვილი, დასერილი ტუჩები
მოძრაობდნენ ჩემ ცხვირწინ.
მერე, უეცრად ძუძუებში ჩამიკრა
და ახლა კინაღამ კოცნით დამაღრჩო.
...საოცარი რამაა ცხოვრება.
უკვე მიხარია -
ხვალ რომ გათენდება,
ზეგ რომ გათენდება,
სულ რომ გათენდება.
წინასწარმეტყველი თვალებით მიყურებს
პილარი პუა -
ჩემი მაშველი რგოლი,
როლი,
სწორი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები