ერთი ღამის სამი სიზმარი
მე ვერახდენილ სიმშვიდეში ვაგრძელებ დევნას ლოკოკინების, ვაგროვებ კენკრას, ფოთლებიანად ვიყრი პირში და მიხარია რომ არსებობდა ადრეც სიზმრები, რომლის მთავარი გმირი ისევ მე ვიყავი . არა მორალისტი და არა მორწმუნე, არა თეთრი მაგრამ,იმაზე ცოტა მეტი რაც ახლა დავრჩი: ორი მცოცავი შავი თვალი და ორი ცივი, მთრთოლვარე ხელი. და არ ვიყავი ორი მუხლი, რომელზეც ახლა მაიძულებენ დავეცე და წყალობა ვთხოვო არც ისე ცოცხალს და კაცთაგან ნაქებ დედოფალს, დედოფალს მიწის.
......
მე ველოდები მოფრინდეს ჩემთან ოქროს თევზი და მომიტანოს მარადისობა, –პირში ჩაგუბებული ვერცხლისწყალი და დამაძინოს მისმა სიმშვიდემ ზეზეულად, მორთული კაბით როცა ვიდგები კოშკის თავზე მომლოდინე წვიმის და თევზის , რომელიც სულაც არ ყოფილა არც სიცოცხლის, არც მითუმეტეს ქრისტიანობის სიმბოლიკა. თან აქ სამყარო გაცილებით თხევადია და თვალებს მიწვავს და უფრო სწრაფად ვახამხამებ. მე ველოდები მარადისობის ოქროსფერ თევზს, მწვანე თვალებით...
............
მე ტყემლის ხეს ვარ შეზრდილი და ღმერთზე ვშრიალებ, ვშრიალებ ღმერთზე, როგორც რაღაც ლურჯზე და მშვიდზე და ვცხოვრობ მჟავე სიხარულით გადავსებული. ჩემს ნედლ ტოტებში და ფოთლებში მოძრაობს სისხლი. მე მოხუც ხეზე აღმოვცენდი მეთევზის ბაღში, ჩემს ნედლ ტოტებში ირწევა და ლოცულობს ქარი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. დიდი მადლობა ლევაან...
ჩემო ცისკიდურელო...როგორ მენატრები არ იცი შენ :(((( მიყვარხარ კიდევ, უზომოდ. დიდი მადლობა ლევაან...
ჩემო ცისკიდურელო...როგორ მენატრები არ იცი შენ :(((( მიყვარხარ კიდევ, უზომოდ.
16. იცი შენ.. და მეც ვიცი, ეს სიზმრები შენ ხარ..
მე ალბათ ყველაზე კარგად მესმის ეს ლექსი,ზოგადად შენი ლექსები..
შენ სხვა ხარ.. სხვა ობივატელთა სამყაროში..
ხოდა მენატრები. იცი შენ.. და მეც ვიცი, ეს სიზმრები შენ ხარ..
მე ალბათ ყველაზე კარგად მესმის ეს ლექსი,ზოგადად შენი ლექსები..
შენ სხვა ხარ.. სხვა ობივატელთა სამყაროში..
ხოდა მენატრები.
15. რა თქმა უნდა ++ რა თქმა უნდა ++
14. მაგარი ხარ ფლეტჩერ მარტო სიცილებს ვწერ კოცნებს და რაღაცეებს არა თორე დაგიწერდი შენ იცი :) მაგარი ხარ ფლეტჩერ მარტო სიცილებს ვწერ კოცნებს და რაღაცეებს არა თორე დაგიწერდი შენ იცი :)
12. გმადლოოოობ :* გმადლოოოობ :*
11. ადრევე უნდა დამეწყო შენი კითხვა =) ადრევე უნდა დამეწყო შენი კითხვა =)
10. ხეების შრიალში მე ვხედავ ჩურჩულს. ანუ ღმერთზე ვსაუბრობ ჩურჩულით–თქო. ხეების შრიალში მე ვხედავ ჩურჩულს. ანუ ღმერთზე ვსაუბრობ ჩურჩულით–თქო.
9. არ არის ეს კარგი ნაწერი, ბევრი გაუგებარი სახეა, ღმერთზე ვშრიალებ, რას ნიშნავს. ის რომ კარგად წერს ავტორი, არ ნიშნავს იმას რომ ყველა ფრაზა უნდა შეუქო არ არის ეს კარგი ნაწერი, ბევრი გაუგებარი სახეა, ღმერთზე ვშრიალებ, რას ნიშნავს. ის რომ კარგად წერს ავტორი, არ ნიშნავს იმას რომ ყველა ფრაზა უნდა შეუქო
8. კარგი გოგო ხარ გვანცა კარგი გოგო ხარ გვანცა
7. გითხარი მე შენ, როგორ მეიმედები!!! :*** გითხარი მე შენ, როგორ მეიმედები!!! :***
6. კარგად წერ და კითხულობ კიდეც შესანიშნავად,კარგი გოგო ხარ! კარგად წერ და კითხულობ კიდეც შესანიშნავად,კარგი გოგო ხარ!
5. პირველი ყველაზე მაგარია სიზმრებს შორის.
ლექსი საერთო ჯამში არ მომეწონა, უკეთ წერ და იმიტომ ალბათ. პირველი ყველაზე მაგარია სიზმრებს შორის.
ლექსი საერთო ჯამში არ მომეწონა, უკეთ წერ და იმიტომ ალბათ.
3. ბარო გვანცა :დ ბარო გვანცა :დ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|