ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სესილიი
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2012


ლექსი ვარაუდი_თ

სიყვარულისთვის არ მოიკლავს თავს აღარავინ,
რაც იყო იყო,გამქრალია ის დიდი მითი,
რომეოს ჭლექი?ჯულიეტა?რის დიფტირიტი?
გელით სიბერე უდრტვინველი,გაუბზარავი.

არავითარი თავგანწირვა და დარდი შენზე,
ცრემლით დანამულ წერილებში პასუხი მკვეთრი,
ბოლოს ყოველთვის მოელიან მეგობარს კეთილს_
ხელში ყვავილი რომ უჭირავს და შვენის პენსნე.

ვინ შემალულა სიბნელეში ძველი კარადის,
როცა ოჯახში მიუსწრებდა საყვარელს ქმარი?!
რისი ფანჯარა რა ფანჯარა,არსებობს კარი,
არსებობს,ჰოდა იარსებებს აწ და მარადის.

სულში ერთხელაც არ გამკრთალა ბოსხი-წყეული,
სიყვარულისთვის არ მოუკლავთ თავი არასდროს,
კვდებოდნენ,მაგრამ სხვა მიზეზით,უნდა გაგანდოთ_
ჭლექით კვდნებოდნენ,საკაცეზე კვდომას ჩვეულნი.

ლამაზკულულა ექსტაზურ ქალს,ნაზი ხელებით,
იხსენებ,ფიქრობ რომ გაფრინდა როგორც ნიბლია,
მიტოვება ხომ დიაცების მკაცრი ხიბლია,
უფრთო ოცნებებს შენ ჯიუტად მაინც ევლები.

სიყვარულისთვის მოკვდა ალბათ დაგეროტიპი...
მათი ცხოვრება არ ყოფილა მცირე ნაწყვეტი,
იცხოვრეს დიდხანს,ერთფეროვან ყოფით გაცვეთილთ,
კლავდათ დღეების უაზრობა,ხოცავდათ გრიპი.

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები