 | ავტორი: დიკა ჟანრი: პოეზია 2 აგვისტო, 2012 |
ვზივარ და ვფიქრობ რა გიჭირს,რა გილხინს, თუმცა ვერ გშველი დედი, გადათენთილან თოვლით იები, მეც მალე მოვალ დედი. მოვალ მოგიტან მინდვრის ყვავილებს, რომ თმებს ჩამაწნა დედი, შენით ვსუნთქავ და შენით ვივსები, არ დამეღალო დედი... ისევ გაწვიმდა,ისევ დაქროლა, ცოტაც გავუძლოთ დედი, მალე,სულ მალე გამოიდარებს შენს თეთრ ფანჯრებთან დედი... საფეხურიდან თუ ჩამოვვარდი, წამომაყენე დედი, ხელისგულებზე შემახე ტუჩი, იქნებ სიცხე მაქვს დედი... გამალამაზე,გამამზიანე როგორც გჩვევია დედი, მზეს გამოართვი თარგი კაბისთვის, გამაპატარძლე დედი... ჩემო სითბოვ და ჩემო სიცხადევ, სულ მიღიმილე დედი, მასწავლე როგორ ვიყო,ვიცხოვრო, რომ დაგემსგავსო დედი... მერე რამოხდა დღეს თუ ქარია, ან თუ ყინვაა დედი, მინდვრის ყვავილებს თოვლშიც ვიპოვნი და დაგიკრიფავ დედი!!!
დიკა სალაყაია 2009 წლის ზაფხული
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ეს უნდა წააკითხო იმ ბავშვს ნიჭიერში რო იყო :D ეს უნდა წააკითხო იმ ბავშვს ნიჭიერში რო იყო :D
7. ის პატარა რა საყვარლად კითხულობს ამ ლექსს :)
:) +++++ ის პატარა რა საყვარლად კითხულობს ამ ლექსს :)
:) +++++
6. მერე რამოხდა დღეს თუ ქარია, ან თუ ყინვაა დედი, მინდვრის ყვავილებს თოვლშიც ვიპოვნი და დაგიკრიფავ დედი!!!
გაიხარე შენ, ყველა სიკეთით ...5555555555555 მერე რამოხდა დღეს თუ ქარია, ან თუ ყინვაა დედი, მინდვრის ყვავილებს თოვლშიც ვიპოვნი და დაგიკრიფავ დედი!!!
გაიხარე შენ, ყველა სიკეთით ...5555555555555
5. ნწ.ვერას-არა. აჰა კი,ჯობია.
გაიხარე. ++ ნწ.ვერას-არა. აჰა კი,ჯობია.
გაიხარე. ++
4. ეს ის არაა ნიჭიერში რო მ კითხულობდა ბავშვი ეს ის არაა ნიჭიერში რო მ კითხულობდა ბავშვი
3. ღმერთმა გიცოცხლოს.
გადათენთილან აქ არაა სწორ კონტექსტში, გადაპენტილან ხომ არ ჯობს? ღმერთმა გიცოცხლოს.
გადათენთილან აქ არაა სწორ კონტექსტში, გადაპენტილან ხომ არ ჯობს?
2. მომეწონა. იმაზე თბილი, იმაზე სათუთი არაფერია, როცა ლექს უძღვნი დედას, გაიხარე!
მომეწონა. იმაზე თბილი, იმაზე სათუთი არაფერია, როცა ლექს უძღვნი დედას, გაიხარე!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|