ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიკა
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2012


იავნანა

აღარც წვიმს და აღარც ბარდნის,
სიწყნარეა ირგვლივ ახლა,
დაიძინე დედის გულო,
დაისვენე ჩემო ქალავ.

იავნანა,ნანი ნანა,
დაიძინე ცისფერთვალავ...

ხვალ მინდვრებში ია-იაებს
დაგიკრიფავს მამა ალბათ,
წყალს მოგიტანს მთისძირიდან,
დაისვენე დედი ახლა.

იავნანა,ვარდოვნანა,
ნანა მზეო,იავნანა...

გაღმა ნაპირს მზე ჩასულა,
სოხუმის ზღვა ღელავს გაღმა,
შენ ნურაფრის გეშინია,
იქაც გეტყვი ''დიდოვ ნანას''.

დაისვენე დედის ქალო,
იავნანა ვარდოვნანა...

აღარც წვიმს და აღარც ბარდნის,
სითბოს გაფენ გულზე მადლად,
მე მეტკინოს ყველაფერი
შენსმაგივრად ჩემო ქალავ...

იავნანა,ვარდოვნანა,
ნანა მზეო,იავ ნანა...


დიკა სალაყაია




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები