 | ავტორი: აპარმიჟ- ჟანრი: პოეზია 1 აგვისტო, 2012 |
მინდოდა დამეწერა სიყვარულზე და გადავიფიქრე... ის, უჩემოდაც ძალიან გაცვდა.
ადრე ნაწერი ლექსები მოვნახე და შლა დავიწყე, - ვატყობდი, თუ როგორ იძენდნენ ხასხასა ფერებს და შლას შევეშვი.
გადავიფიქრე ძილი ამაღამ, - ყველა სიზმრიდან მსურს, რომ გავიქცე, -
და
ფანჯრიდან დავაპირე გაფრენა, მაგრამ შევეშვი, - პლაგიატობა ყოველთვის მძულდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|