ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2012


დარდი

დარდი
ნისლში გაწოლილ
ღრუბელს შევსჩივლე,
განა,
აკლდა მას დარდი?
არ შევუშინდი
ზეცაში ფრენას,
წვიმით დალპობას ღამით.
ჩვენ გვგონია,
რომ მხოლოდ ჩვენ
გვიყვარს,
გვაწუხებს,
გვილხენს,
გვაწვიმს,
მაშინ ღრუბელმა,
რაღა უნდა თქვას,
ნისლს დაუჩრდილავს ასგზის...
როცა ღრუბელმა
ცრემლი შემნიშნა,
არც ჩამეძია,
რა მჭირს...
მე კი, სულიერს
გულით მინდოდა,
ის განეცადა,
რაც მღრნის...
არ დამცდენია,
სიტყვა მდუმარეს,
ღრუბელს არ უყვარს დარდი,
ნისლში ფარფატებს
მკრთალად ღრუბელი,
თუმცა,
მასსაც ღრნის დარდი...                                                                                 



                                                                                                                                                    29.07.2012 წელი 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები