,, სული შემიბერე, ღმერთო, გულზე… საქართველო მეწვის.“ /თეა თაბაგარი/ ოცი წელია მონატრებას ვსვამ ხარბად მთვარეს გადატყდა უკანასკნელი ნეკნი, ძალით მოგტეხეს, უფრო გაგყიდეს (ალბათ), სახეზე მაყრის კვლავ უშენობის აკნე. უფალსაც მგონი დავავიწყდიო, ვთქვი და ვინაწილებდი ტკივილს ღვთისმშობლის შვილის, ხელი მომხვიე, ხელი სულ ერთი ციდა და სატყუარა გადავუსროლოთ თბილისს, ქალაქს, რომელსაც სიზმრების სჯერა ისევ და სურვილები ხიდზე ეპნევა ბეწვის, ირგვლივ ქუჩები ნიღბებითაა სავსე, სული დამბერე, გულში სოხუმი მეწვის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. კარგია მაგრამ, თითქოს რაღაც დამაკლდა მაინც... კარგია მაგრამ, თითქოს რაღაც დამაკლდა მაინც...
5. ირგვლივ ქუჩები ნიღბებითაა სავსე, სული დამბერე, გულში სოხუმი მეწვის.
მიყვარს ეს ლექსი ირგვლივ ქუჩები ნიღბებითაა სავსე, სული დამბერე, გულში სოხუმი მეწვის.
მიყვარს ეს ლექსი
2. გამაჟრიალა.... მომწონს!!!!!! გამაჟრიალა.... მომწონს!!!!!!
1. ქალაქს, რომელსაც სიზმრების სჯერა ისევ და სურვილები ხიდზე ეპნევა ბეწვის, ირგვლივ ქუჩები ნიღბებითაა სავსე, სული დამბერე, გულში სოხუმი მეწვის. +++ ქალაქს, რომელსაც სიზმრების სჯერა ისევ და სურვილები ხიდზე ეპნევა ბეწვის, ირგვლივ ქუჩები ნიღბებითაა სავსე, სული დამბერე, გულში სოხუმი მეწვის. +++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|