| ავტორი: დალილა ჟანრი: საბავშვო 8 აგვისტო, 2012 |
-რად დამდევ,რა დაგიშავე, რას მემართლები მურია? ათასჯერ ჩუმი მოპარვით გადამიქანე გულია.
რაც თავი მახსოვს არასდროს მიკადრებია ცუდია, შენ ყველა გიყვარს,ჩემს მიმართ, გახრჩობს ბოღმა და შურია.
თუ ვაჟკაცი ხარ,მითხარი, რად გინდა ჩემი მტრობაო? ვცადოთ და იქნება შევძლოთ მეგობრობა და ძმობაო.
-იფ ,ერთი ამას შეხედეთ, ვაჟკაცობას რომ მიწუნებს, თან დიდი ბრძენი კაცივით ზემოდანაც რომ მიყურებს.
ვინ გითხრა,შენი მტრობა მჭირს, ან მახრჩობს ბოღმა,შურია? უბრალოდ უმადური ხარ, შენი მიბეგვა მწყურია.
მთელი დღე მზეზე კოტრიალს და სეირნობას უნდები. ჭამ,მაინც-მშია,მშიაო გამომიჭედე ყურები.
სიცივე შენ არ გაწუხებს, ბუხართან კრუტუნ - ნებივრობ, სუფთა და თბილ ოთახებში კუდაბზეკილი სეირნობ.
ვითომ ისიც კი არ გახსოვს. რაც შენი მოდგმის ვალია. თაგვები რომ მოგვიმრავლდნენ, იქნება ჩემი ბრალია?
ვიმეგობროთო, ვიძმოთო, არა,ეს როგორ მაკადრე? მთელი ცხოვრება კრუტუნში, თვალთმაქცობაში ატარე.
კაცი არ ვიყო,დამაცა, შენ ჭკუა თუ არ გასწავლო. ამოგინაყო ცხვირ-პირი და მერე მართლა გაჩხავლო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ძალიან ხალისიანი და საყვარელი ლექსია! ძალიან ხალისიანი და საყვარელი ლექსია!
6. ისევ შემოვიხედე ახლის მოლოდინში. . . ისევ შემოვიხედე ახლის მოლოდინში. . .
5. დიდი მადლობა.გაიხარეთ. ბატონ დიადს-სხვისი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ სხვისი დამცირებით შენ არ ამაღლდები. დიდი მადლობა.გაიხარეთ. ბატონ დიადს-სხვისი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ სხვისი დამცირებით შენ არ ამაღლდები.
4. რასაყვარელია ^__^ ფისო და მურია არვიცი მაგრამ ჩემი წიწილა და ლორდი მშვენივრად ეწყობოდნენ ერტმანეტს ;დ ნუ მერე ნახევარი გვერდი კი მოაჭამა, ლორდის თეფშიდან საჭმლის ჭამა უყვარდა ;/ რასაყვარელია ^__^ ფისო და მურია არვიცი მაგრამ ჩემი წიწილა და ლორდი მშვენივრად ეწყობოდნენ ერტმანეტს ;დ ნუ მერე ნახევარი გვერდი კი მოაჭამა, ლორდის თეფშიდან საჭმლის ჭამა უყვარდა ;/
3. შედევრია, დიდი მომავალი ელოდება წინ ლექსის ავტორს. აქედანვე ვხედავ წერის უდაო ნიჭს. შედევრია, დიდი მომავალი ელოდება წინ ლექსის ავტორს. აქედანვე ვხედავ წერის უდაო ნიჭს.
2. დალილა, საერთო ჯამში კარგი ლექსია, მაგრამ ზოგან მარცვალი ზედმეტია და ელფერს უხუნებს:) დალილა, საერთო ჯამში კარგი ლექსია, მაგრამ ზოგან მარცვალი ზედმეტია და ელფერს უხუნებს:)
1. ძალიან ვიხალისე. ლამაზი სურათია... (ჩემს წერილებს რატომ არ პასუხობ? გახსენი წერილები... დამირეკე, ვერ გიკავშირდები)... შენი ია.ჯი. ძალიან ვიხალისე. ლამაზი სურათია... (ჩემს წერილებს რატომ არ პასუხობ? გახსენი წერილები... დამირეკე, ვერ გიკავშირდები)... შენი ია.ჯი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|