ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2012


. . . ნეტარების 8 წუთი, ავტობუსის გაჩერებაზე . . .

23 გრადუსია გარეთ,
თვრამეტ წუთში შესრულდება ათი,
თვალის ფერი შეიშურა ღამემ,
ნელი სიო მკერდზე ნაზად დაგდის.

წამწამები დაგიხატავს კალმით,
ბაგეები ვარდის ფურცლებს გიგავს,
წუთი წამზე უფრო სწრაფად გადის,
უსაშველო ფიქრებს გული მიჰყავთ.

ვერც კი ხვდები რა საყვარლად მიცქერ,
დალალები ჩამოგყრია მხრებზე.
ავტობუსის მომლოდინე ციფრებს,
შეჰყურებ და წყრომით დგები ფეხზე.

შენ წუწუნებ არ მოდისო მალე,
მე ვლოცულობ, არ იჩქაროს მძღოლმა,
ჩვენს მახლობლად ხანგადასულ ქალებს,
შური ახრჩობთ, უსაშველო ბოღმა...

შენ ხმაურმა შეგაწუხა ხალხის,
ჩემთვის კიდე მოძრაობა შეწყდა.
შენ გაშფოთებს მობარბაცე მთვრალი,
ჩემს ირგვლივ კი ახლა მხოლოდ შენ ხარ...

მარტოობამ გამიშალა ჯიბე,
კოხტა ქალი კიბეებზე ადის.
23 გრადუსია ისევ,
ახლა უკვე ათს უკლია ათი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები