ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა.ორდენიძე
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2012


თვალებზე ახლად ჩამოსული ცრემლივით გიშრობ

თუ ცხოვრებაზე შიგადაშიგ სასტიკი ითქმის,
ბედის ღიმილი იმედია, მაგრამ აღარც ის
იღიმის ხშირად, აგერ უკვე წლებია თითქმის,
ამასობაში უკვე გავხდი ოცდა რაღაცის.

ვიცი სამყარო სულყველას და ყველაფერს კეცავს,
ასე მგონია უტყვიოდ ვარ შუა ომში და,
გუშინწინისწინ ვუყურებდი მოღრუბლულ ზეცას,
შენთან ყოფნა კი იმ წუთებში ისე მომშივდა

მაგრამ შორსა ხარ, ოცნებებს და იმედებს ამტვრევ,
ვფიქრობ ცხოვრება სიურპრიზია (ცოტათი ვშიშობ),
ჯერ ყველაფერი წინ არის და იმ ყველა ნამტვრევს,
თვალებზე ახლად ჩამოსული ცრემლივით ვიშრობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები