 | ავტორი: ლილიტი ჟანრი: პროზა 11 აგვისტო, 2012 |
"ჩემ სივრცეში შენნაირ მოტივირებულ გოგოს არ ვიცნობ.ვიცნობ ლამაზ გოგოებს,ასეთებს,ისეთებს,ვინც ბარში დადიოდნენ ხოლმე,როცა ვუკრავდი,მაგრამ არ აქვთ ის რაც შენ-შინაგანი ენერგია...ყველა გამოფიტულია." სიცარიელე ნეტა ყველაზე დიდი დეპრესიაა?
ისინი მოდიან..მოდიან და მერე მიდიან..მერე ისევ მოდიან,რა თქმა უნდა სურვილისამებრ..გაჩნია ქარი საიდან დაუბერავს..ჩვენ- ველოდებით.ვატარებთ ზაფხულის ცხელ ღამეებს კაფეში,პატარა მრგვალ მაგიდასთან,ხელებზე დაყრდნობილი სახეებით და ვუღიმით მონატრებულებს,ან ერთმანეთს.ვლაპარაკობთ და მერე ამითაც ვიღლებით.ათასჯერ გადაღეჭილ თემებს ვაბრუნებთ,ტვინს ვაწვალებთ,ვდარდობთ,ვჩხუბობთ,ვტირით და ორი წამის მერე მოსული სმს-ისგან თავბრუ გვეხვევა და ვივიწყებთ ყველა სიტყვას,ყველა ჩამოყალიბებულ დოგმას რაც აქამდე გვითქვამს...სისულელეა ყველაფერი...თითოეული ჩვენგანი,ალბათ,დისერტაციას დაიცავდა ამ თემაზე,მაგრამ რად გინდა...ყველაფერი მაინც ისე მიდის,რომ გვერდზე გრჩება ერთმანეთის თუ ვიღაცის მონაჩმახი ფილოსოფია და ფსიქოლოგია... თუმცა,ყველაფერი ინდივიდუალური და უნიკალურია.
ჩვენ სავსე ნატურები ვართ,თითოეული ჩვენგანი.ზოგადად,ცარიელი ადამიანი არ მეგულება.ყველას რაღაც გვაქვს საინტერესო,ყველას რაღაც გვაქვს სათქმელი.ყველას ჩვენი ფერები,ოცნებები,სურვილები,სითბო და ემოციები გვაქვს...რა ვუყოთ,რომ ადამიანები ზერელედ ვუდგებით ყველაფერს.ისევ და ისევ ჩვენ ვუყურებთ და ვაფასებთ ზედაპირულად...მერე რა,რომ ხანდახან ჩვენც ვიფიტებით... ყველას გვაქვს სიცარიელის მომენტები.ეს ტალღებზე წოლას გავს,ზღვის ტალღებზე მშვიდად წოლას,როცა არაფერს და არავის აქვს აზრი შენთვის.წუთიერად რომ გავიწყდება ცხოვრება და ცხელ პლაჟზე დარჩენილი ადუღებული მოვლენები.ეს ახალ ომამდე მტკნარ სიჩუმეს ჰგავს.ირწევი და არაფერზე ფიქრობ...ერთგვარი ძალების აღდგენაა. ვერ ვიტან ზაფხულის სიჩუმეს.ჩემთვის ეს დრო უძრავია და მუდმივად მოუთმენელი ნდომაა შემოგდომის..სადაც ხარ შენ,მე და სხვები.აღთქმული მიწასავით შორსაა ეგ დრო თითქოს.არადა ყველაფერი წამიერია.თვალს ვერ დაახამხამებ და ფოთოლცვენაში მოყვები...
-მე ახლა ყველაზე უსახური და ცარიელი ვარ სახლის ნაცრისფერი კედლების მსგავსად.. -შენ ძალიან ლამაზი გოგონა ხარ,უბრალოდ სიმარტოვეს ვერ გირღვევენ,ესაა პრობლემა.
მარტოობა სიცარიელის თანმდევად...სიცარიელე ყველაზე დიდი დეპრესია,ალბათ. გამოფიტვას კი ყოველთვის მოსდევს შევსება... დეპრესია კი ოდესმე უკვალოდ ქრება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. -მე ახლა ყველაზე უსახური და ცარიელი ვარ სახლის ნაცრისფერი კედლების მსგავსად.. -მე ახლა ყველაზე უსახური და ცარიელი ვარ სახლის ნაცრისფერი კედლების მსგავსად..
9. ძალიან კარგია. ძალიან. 5 ძალიან კარგია. ძალიან. 5
8. ერ ვიტან ზაფხულის სიჩუმეს.ჩემთვის ეს დრო უძრავია
ძლივს, ვიღაცის ნათქვამი ეს ფრაზა გავიგე.
მაგარია :)
ერ ვიტან ზაფხულის სიჩუმეს.ჩემთვის ეს დრო უძრავია
ძლივს, ვიღაცის ნათქვამი ეს ფრაზა გავიგე.
მაგარია :)
7. მომეწონა ძალიან.და რა მიკვირს იცი თუ მოგწონს შე კაი ადამიანო რაღაც დაუწერე ტან შეფასებაც ენანებათ თუ რაა ვერ ვხვდები:)5+დამსახურებულად წარმეტებები მომეწონა ძალიან.და რა მიკვირს იცი თუ მოგწონს შე კაი ადამიანო რაღაც დაუწერე ტან შეფასებაც ენანებათ თუ რაა ვერ ვხვდები:)5+დამსახურებულად წარმეტებები
6. ფსევდოპროზა ფსევდოპროზა
5. კარგია, თუ დეპრესიას ძალების აღდგენად თვლი =) კარგია, თუ დეპრესიას ძალების აღდგენად თვლი =)
4. ფილოსოფოსობ:) ფილოსოფოსობ:)
3. მარტოობა სიცარიელის თანმდევად...სიცარიელე ყველაზე დიდი დეპრესია,ალბათ. გამოფიტვას კი ყოველთვის მოსდევს შევსება... დეპრესია კი ოდესმე უკვალოდ ქრება. მომეწონა
მარტოობა სიცარიელის თანმდევად...სიცარიელე ყველაზე დიდი დეპრესია,ალბათ. გამოფიტვას კი ყოველთვის მოსდევს შევსება... დეპრესია კი ოდესმე უკვალოდ ქრება. მომეწონა
2. აჰ, კარგი იყო. გამოფიტვას ყოველთვის მოსდევს შევსება. აჰ, კარგი იყო. გამოფიტვას ყოველთვის მოსდევს შევსება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|