მე მაკრიტიკებს საქართველო, იმის გამო რომ ვერასოდეს დავწერე მასზე. მე მაკრიტიკებს ჩემი სხეული ყოველი დილით, როცა უბრალოდ სარკესთან ვდგავარ და არ ვივარცხნი. მე მაკრიტიკებს ჩემი ენა ლოცვისას, როცა მეშლება სიტყვა და გულს ვერ ვუდებ. მე მაკრიტიკებს ჩემი სახლი, როდესაც მთელ დღეს ვუთმობ, მძინვს, ფანჯრებს არ ვაღებ და ჩემი ფილტვებიდან გაჟონილი სიზმრებით სუნთქავს. მე მაკრიტიკებს ქმარი, რომელსაც ჩემი მუცელივით ეშლება ნერვები ყოველ სამ თვეში ერთხელ და ტირის. მე მაკრიტიკებს ჩემი ქუჩა, რომელსაც მხოლოდ კოკა-კოლის ცარიელ ბოთლებს ვუტოვებ ავტოგრაფად. მე მაკრიტიკებს ჩემი ღმერთი, რომელსაც ჩემივე მოძღვარმა უთხრა რომ აღსარებას არ ვაბარებ. მე მაკრიტიკებს ჩემი ცრემლი, რომელსაც აღარ შერჩა მარილი, იმის გამო საჭმელს რომ არ კლებოდა... არადა უბრალოდ შესაძლებელი იყო- დავმდგარიყავი სარკესთან, დამევარცხნა თმა, მელოცა უშეცდომოდ, არასოდეს ჩამძინებოდა, გამეჩინა ტყუპები, დამეგვა ქუჩა, ჩამებარებინა აღსარება, და ეგ თუ არა- საქართველოზე მაინც დამეწერა, რათა ჩემივე ლექსს მაინც არ გავეკრიტიკებინე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. რთულია ყველას მოსაწონობა ხანდახან საკუთარი თავისაც. 5 რთულია ყველას მოსაწონობა ხანდახან საკუთარი თავისაც. 5
11. რათა ჩემივე ლექსს მაინც არ გავეკრიტიკებინე. მომეწონა მე. რათა ჩემივე ლექსს მაინც არ გავეკრიტიკებინე. მომეწონა მე.
10. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ავტორს ქონდეს ეს ყოველივე განცდილი..:( ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ავტორს ქონდეს ეს ყოველივე განცდილი..:(
9. საინტერესოდ წამეკითხა... საინტერესოდ წამეკითხა...
8. მომეწონა, ნინ, ძალიან!!! :) საოცარი გულწრფელობა იღვრება ლექსიდან... ასე მგონია, ჩემ სათქმელს ამბობ... +++++++++++++++ მომეწონა, ნინ, ძალიან!!! :) საოცარი გულწრფელობა იღვრება ლექსიდან... ასე მგონია, ჩემ სათქმელს ამბობ... +++++++++++++++
7. ძალიან მომეწონა ეს ადრეც იყო აქ ხო?მახსოვს.მოკითხვა ნინოს ძალიან მომეწონა ეს ადრეც იყო აქ ხო?მახსოვს.მოკითხვა ნინოს
6. კატიე, "ა" აქვს გამორჩენილი ტექსტის აკრეფის დროს ნინიკოს, "დამეგავა" .... :) თავს დაგამახსოვრებს ეს ლექსი! კატიე, "ა" აქვს გამორჩენილი ტექსტის აკრეფის დროს ნინიკოს, "დამეგავა" .... :) თავს დაგამახსოვრებს ეს ლექსი!
5. დამეგვა რამდენად სწორი ფორმაა???
+3 დამეგვა რამდენად სწორი ფორმაა???
+3
4. რაღაც მოიტანა... საინტერესო იყო ნამდვილად. რაღაც მოიტანა... საინტერესო იყო ნამდვილად.
3. კარგია...5 და კარგი გოგო ხარ...:-* გაკრიტიკონ რამდენიც უნდათ...:) ავატარი ხომ უსაყვარლესი...:-* კარგია...5 და კარგი გოგო ხარ...:-* გაკრიტიკონ რამდენიც უნდათ...:) ავატარი ხომ უსაყვარლესი...:-*
2. მე არ მომეწონა! მე არ მომეწონა!
1. ამ ლექსმა თავი დამამახსოვრა, "ლექსების გამოფენაზე". ამ ლექსმა თავი დამამახსოვრა, "ლექსების გამოფენაზე".
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|