ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირანგულა
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2012


სიჩუმე

როცა სათქმელიც არაფერია;
როცა გატკეპნილ-განათელია
მიყრილ სიტყვათა ცივი გვამები,
- სიჩუმეს ვერწყმი და ვემგვანები:

სიცარიელე გაშლის სარეცელს,
იქ, სადაც სივრცე თვალებს აცეცებს,
ჟღერს მისტიური ეპილოგია:
სადაც დუმილი - ყველა სტროფია.

და თითქოს ვერსად ვეღარ ვეტევი
(სიჩუმეს შთანთქავს სხივთა სვეტები):
არ გამომხატავს არცერთი სიტყვა,
თუ რამ ოდესმე ამქვეყნად ითქვა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები