ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2008


ორი ზღაპარი



გისმენ და მიკვირს, რა უცნაურ ზღაპარს მიყვები:
ვითომ ზამთარში ჩამოყრილი ფოთლის სულები
მოულოდნელად მჟღავნდებიან და ვით ციყვები
ჩვენი სახლის წინ დახტიან და დასუნსულებენ.

ერთ ზღაპარს ბარემ მეც გიამბობ, ვფიცავ თვალის ჩინს:
(ამ ბოლოს მთვარეც გულად მექცა, ცრემლით მევსება...)
ვითომ გავფრინდი ორბიტისკენ ჭრელი ხალიჩით
და ცის სურათებს გიგზავნიდი ემ-ემ-ესებად...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები