ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წყალწაღებული
ჟანრი: პროზა
22 აგვისტო, 2012


პასპორტი

დღეს თითქოს სხვანაირად გათენდა. არ ვიცი მართლა ''სხვანაირად'' თუ უბრალოდ იმდენად ველოდები ამ ''სხვანაირ'' ს, რომ უკვე ფანტაზიორობაც დავიწყე. ფაქტია ამ დილამ რაღაც სხვა განწყობა მომიტანა..  კალენდარს დავხედე- 22 ია.. ჰმ.. ერთი თვეა აქ ვარ. ხო აქ.. სამშობლოდან ''მეორე სამშობლოში'' ... ''მტრის მიწაზე''.. აქ უკვე ფიქრი შეგნებულად შევწყვიტე და ყურადღება მაგიდაზე დადებულ წიგნზე გადავიტანე. Пауло Коэльо <<Заир>> ორი კვირაა  ვკითხულობ და ვერა და ვერ ჩავედი ბოლომდე.. არ ვიცი იმიტომ, რომ რუსულადაა, თუ იმიტომ რომ კოელიოსგან უფრო მეტს ველოდი. ან იქნებ ორივე.
ზოზინით ავდექი საწოლიდან, ტელეფონს დავხედე  12 ია . ერიჰაა ! არ გამიტკბა? სასწრაფოდ ხელი ვტაცე ჩემს ''პატიმრის შარვალს'' (როგორც მეგობრები  ეძახიან) და მაისურს, რომელსაც დედა ''პოლის ტილოს'' ეძახის. გამოვეწყვე ჩვეულებრივზე იმდენად ჩვეულებრივად, რომ გარეთ არავინ შემეშინებინა და ისე მაინც ''ყოველი შემთხვევისთვის'' ჩავიხედე სარკეში.
მშვენიერი ფერთა ფართო არჩევანია.. ვთქვი ჩემთვის და გასასვლელად მოვემზადე.
-Ты куда? ოთახიდან დედაჩემის ნახევრადმძინარე ხმა მომესმა.
-На блядки! არ დავაყოვნე მეც.
-Так рано? იგივე ხმით..
- .................
-Я в магазине, Принести тебе  что-нибудь?
-Да..
-что
-Счастье ..
ახლა სუნით ვგრძნობ, რომ ოთახიდან გამოვა, ამიტომ ''დროზე უნდა მოვტყდე'' -გაფიქრებაც ვერ მოვასწარი და გამოვიდა.  მიყურებს.
-Опять ету дурацкую майку напялила? Иди переоденься, не пазорь меня !
ვუყურებ და მეცინება ყოველდღე ერთი და იგივე ''Дежа вю''..
-Не надо смеятсья! ისევ განაგრძობს და ხმას უმატებს .
კარი გამოვიხურე და გარეთ გამოვედი. სადარბაზოს გამოვცდი თუ არა, გამახსენდა ''პასპორტი'' დამრჩა. შევბრუნდა უკან, ავიღე და ისევ გამოვედი (დედას არც ჩემი შესვლა გაუგია და არც გამოსვლა, თორემ რეპლიკის გარეშე არ გამომაცილებდა)
დღეს  ერთი თვე გავიდა.. უნდა აღვნიშნო (ვფიქრობ გზაში) . შევდივარ მაღაზიაში. როგორც ყოველთვის, რიგია. ჰმ.. გამყიდველი შეუცვლიათ, თანაც ამას უფრო  უჟმური სახე აქვს, ვიდრე იმ წინა ორს ერთად, რომლებიც მანამდე მუშაობდნენ. არაუშავს, ამასაც მოვარჯულებ- ვფიქრობ გუნებაში.
-Дайти хлеб (''პაჟალუსტას'' გარეშე).
-Какой?
-Белый.
-Один?
-Да..
-17 рублей ! (მკვახედ)
-Иии.. это самое как его зовут (ჩემი წინსართი ყველა სიტყვაზე)- один серый. მიყურებს ცივი მზერით და მიდებს შავ პურს დახლზე :
-Двадца....
-И еще пивка- (ვაწყვეტინებ)
-Так сколько тебе лет? у тебя есть паспорт?? (მომაყარა ერთდროულად და უკვე მავმჩნევ როგორ ებერება სიბრაზიგან ნესტოები)
-Чего?  а зачем? ( თითქოს ასეთი შემთხვევა პირველად ყოფილიყოს ჩემს ცხოვრებაში)
Как зачем? Прочитай!- (მითითებს ვიტრინის კუთხეში გაკრულ განცხადებაზე,სადაც წერია რომ 18 წლამდე მოზარდებზე ალკოჰოლური სასმელი არ გაიცემა)
-Я не умею читать (ვპასუხობ ისეთი სერიოზულობით, რომ ერთი წამით ჩემს თავშიც კი შემეპარა ეჭვი )
-Вот иди и учи соплячка!  (უკვე თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის, მე კი სიცილს ძლივს ვიკავებ).
გავშორდი ამ ''სწერვუჩკას'' და ავდივარ მეორე სართულზე. შევდივარ მშვიდად  და გამყიდველს ვეუბნები :
-А можна тот диск..
- какой?
-  ''Порочные отношения''
( შევამჩნიე როგორ აუყვა მისი მზერა ქვემოდან ზემოთ ეტყობა ამასაც თვალში ვეპატარავე)
-Паспорт .
-Нету у меня паспорта (მოვისაწყლე თავი)
-Тогда иди смотри мультики! (იმხელაზე დამიჭყიტა თვალები შემეშინდა) .
-Странная у вас страна женится можно с 16 а парнуху смотреть с18.. 
(რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ არ ვაცალე)  и вообще-то мне 20 და პასპორტს თითქმის ცხვირწინ ვაფარებ .
-Дура! не нормальная ! (მესმის უკნიდან)
- წადი შენი... ჩემთვის ჩავიბურდღუნე.
...მოვდივარ იღლიაში ''პურამოჩრილი'' , უპივოდ. ისეთი თვითკმაყოფილი სიფათი მაქვს, ჩემი შემხედვარე კაცი იფიქრებს: ეს ესაა ჯეკპოტი მოხსნაო.
ჩემს წინ ქერა, საშუალო ასაკის, მაგრამ კაი თეძოიანი, ''შხვართალა'' ქალი მოდის.  ძაღლს შევხედე, რომელიც თოკით მოჰყავდა. მოყავდა კი არა უფრო მოათრევდა, ზუსტად ისე, როგორც ბებიაჩემი ძროხას.
''მპუ-მპუ, ცუგა-ცუგა'' დავუძახე ძაღლს და იმანაც საწყლად შემომხედა . მის მზერაში დაახლოებით ეს ამოვიკითხე: ''იქნებ შენ მაინც იცი რა უნდა ამ ქაჯს ჩემგან'' ??
-'' мпу -мпу лучше бы конфетку дала соплячка!''
გაოცებულმა შევხედე და ეს გაოცება პირზე შემაშრა. პირველი შემთხვევა, როდესაც გიჟმა არ იცის გიჟს რა უპასუხოს.. ვდგავარ გაოგნებული და თან მეცინება და თან არ ვიცი მეცინება თუ არა.
...დღეს უკვე მეორემ დამიძახა ''соплячка'' ..
p.s არ ვიცოდი, ძაღლებსაც თუ ასე უყვარდათ კანფეტი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები