 | ავტორი: ველური ჟანრი: თარგმანი 26 აგვისტო, 2012 |
ეთიკური საკითხი, როგორც პოლიტიკურის საპირისპირო, ესაა თანაგრძნობის საკითხი. თანაგრძნობა იმ გაგებით, რომ იგრძნო თავი უბედურად სხვისი ტანჯვის გამო, რაღაც ფარგლებში დამახასიათებელია ადამიანებისთვის; პატარა ბავშვებს აწუხებთ, როცა მათ ესმით სხვა ბავშვების ტირილი. მაგრამ ეს გრძნობა სხვადასხვანაირად ვითარდება სხვადასხვა ადამიანებში. ზოგიერთი სიამოვნებას პოულობს წამებით დასჯაში; სხვები, ბუდას მსგავსად, გრძნობენ, რომ ვერ იქნებიან სრულყოფილად ბედნიერები, თუ რომელიმე ცოცხალი არსება იტანჯება. ადამიანთა უმეტესობა ემოციურად ყოფს კაცობრიობას მეგობრებად და მტრებად, გრძნობენ სიმპათიას პირველის და არა უკანასკნელის მიმართ. ქრისტიანობის და ბუდიზმის ეთიკას აქვს თავისი ემოციური საფუძველი უნივერსალურ თანაგრძნობაში; ნიცშესას კი თანაგრძნობის სრულ უარყოფაში. (ის ხშირად ქადაგებს თანაგრძნობის წინააღმდეგ, და ამ მხრივ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მას არ უძნელდება მიჰყვეს თავის პრინციპებს) კითხვა მდგომარეობს შემდეგში: თუ ბუდა და ნიცშე დაუპირისპირდებიან, შეძლებს რომელიმე მოიყვანოს არგუმენტი, რომელმაც უნდა დაარწმუნოს მიუკერძოებელი მსმენელი? მე არ ვგულისხმობ პოლიტიკურ არგუმენტებს. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ისინი ყოვლადძლიერის წინაშე, როგორც იობის წიგნის პირველ თავშია, და თითქოს ისინი სთავაზობენ რჩევას თუ როგორი უნდა შექმნას სამყარო. რას იტყვის თვითეული? ბუდა თავის არგუმენტს დაიწყებს საუბრით კეთროვნებზე, განდევნილებზე და გატანჯულებზე, ღარიბებზე, რომლებიც მძიმე შრომას ეწევიან ფიზიკური ტკივილების თანხლებით და ძლივს ინარჩუნებენ სიცოცხლეს ღარიბული საკვებით; დაჭრილებზე ომში, რომლებიც ნელ აგონიაში კვდებიან; ულმობელი მეურვეების მიერ დაჩაგრულ ობლებზე, და თუნდაც ყველაზე წარმატებულებზე, რომლებსაც არ ასვენებთ ფიქრი წარუმატებლობასა და სიკვდილზე. ის იტყოდა, რომ ამ ყველა მწუხარებისგან ხსნის გზა უნდა მოინახოს და ეს გზა მხოლოდ სიყვარულზე გადის. ნიცშე, რომელსაც მხოლოდ ყოვლისშემძლე თუ შეაწყვეტინებს სიტყვას, თავის ჯერზე გაცხარებით იტყვის: “ზეცავ მაღალო! ადამიანო, შენ უნდა ისწავლო როგორ გახდე უფრო მაგარი ხასიათის. რატომ უნდა ისლუკუნო იმის გამო, რომ ჩვეულებრივი ადამიანები იტანჯებიან? ან თუნდაც იმის გამო, რომ დიდი ადამიანები იტანჯებიან? ჩვეულებრივი ადამიანები იტანჯებიან ჩვეულებრივად, დიდი ადამიანები იტანჯებიან დიდებულად და დიდებულ ტანჯვაზე არ უნდა ვიდარდოთ, რამეთუ იგი კეთილშობილურია. შენი იდეალი სრულიად ნეგატიურია – ტანჯვის არარსებობა, რაც შეიძლება სრულად იქნეს რეალიზებული არარსებობით. მე, ჩემი მხრივ, პოზიტიური იდეალი მაქვს: მე ვაღმერთებ ალკიბიადეს და იმპერატორ ფრიდრიხ IIს და ნაპოლეონს. ასეთი ადამიანების გამო, ყველა ტანჯვა გამართლებულია. მე მოგიწოდებთ თქვენ, უფალო, როგორც უდიდესს შემოქმედთა შორის, არ დაუშვათ, რომ თქვენს შემოქმედებით იმპულსებს აღვირი ამოსდოს ამ საცოდავი ფსიქოპათის გადაგვარებულმა, შიშნეულმა ლუღლუღმა." ბუდა, რომელმაც სამოთხის ბაღებში შეისწავლა მთელი ისტორია მისი სიკვდილის შემდეგ და დაეუფლა მეცნიერებას, ცოდნის სიამოვნებითა და მწუხარებით, რომელსაც ადამიანები პოულობენ მასში, პასუხობს მშვიდი თავაზიანობით: “თქვენ ცდებით პროფესორო ნიცშე, როცა ფიქრობთ, რომ ჩემი იდეალი სრულიად ნეგატიურია. მართალია ის შეიცავს ნეგატიურ ელემენტს, ტანჯვის არარსებობას; მაგრამ მას, გარდა ამისა, აქვს იმაზე არანაკლები პოზიტიური, რაც არის შენს მოძღვრებაში. თუმც მე განსაკუთრებულ თაყვანს არ ვცემ ალკიბიადეს და ნაპოლეონს, მეც მყავს ჩემი გმირები: ჩემი მემკვიდრე იესო, რადგან მან უთხრა ადამიანებს შეიყვარონ მათი მტრები; ადამიანები, ვინც აღმოაჩინეს ბუნების ძალების დაუფლების და საკვების ნაკლები შრომით მოპოვების გზები; მედიკოსები, რომლებმაც აჩვენეს, როგორ შეამცირონ ავადმყოფობა; პოეტები და ხელოვანები და მუსიკოსები, რომელთაც ღვთაებრივი მშვენების გაელვებანი მოიხელთეს. სიყვარული და ცოდნა და მშვენიერება არაა უარყოფა; ისინი საკმარისია იმისათვის, რომ სრულყონ სიცოცხლე დიდი ადამიანებისა, რომლეთაც ოდესმე უცხოვრიათ.” “ისევ და ისევ იგივე”, პასუხობს ნიცშე, “შენი სამყარო მოსაწყენი იქნება. შენ უნდა შეისწავლო ჰერაკლიტე, ვისი შრომებიც მთლიანად დაცულია ზეციურ ბიბლიოთეკაში. შენი სიყვარული თანაგრძნობაა, რაც გამოვლენილია ტკივილით; შენი სიმართლე, თუ გულწრფელი ხარ, არასასიამოვნოა, და მხოლოდ ტანჯვით შეიცნობა; და რაც ეხება მშვენიერებას, რა არის უფრო მშვენიერი, ვიდრე ვეფხვი, რომელიც ბრწყინვალეა თავის მძვინვარებაში? არა, თუ ღმერთი აირჩევს შენს სამყაროს, ჩვენ ყველას მოწყენილობაში ამოგხვდება სული.” “შენ ნამდვილად ამოგხდება,” პასუხობს ბუდა, “რადგან შენ გიყვარს ტკივილი და შენი სიცოცხლის სიყვარული მოჩვენებითია. მაგრამ ისინი, ვისაც ნამდვილად უყვართ სიცოცხლე, ბედნიერები იქნებიან ასეთ სამყაროში.”
.
წყარო:
http://www.ntslibrary.com/PDF%20Books/History%20of%20Western%20Philosophy.pdf
გვ. 771-772
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
39. ფრიად საინტერესოდ მეჩვენა ერთის მხრივ -ბუდასა და ნიცშეს, მეორეს მხრივ კი ოტტო - ველურის ფილოსოფიური კამათი... გამარჯვებული კი მხოლოდ ჭეშმარიტებაა... ფრიად საინტერესოდ მეჩვენა ერთის მხრივ -ბუდასა და ნიცშეს, მეორეს მხრივ კი ოტტო - ველურის ფილოსოფიური კამათი... გამარჯვებული კი მხოლოდ ჭეშმარიტებაა...
38. გული კვლავ აქეთ მომწევს, ვწუხვარ რომ მარალი ქუილების დაწერის შანსი ჯერ არ გამაჩნია! გული კვლავ აქეთ მომწევს, ვწუხვარ რომ მარალი ქუილების დაწერის შანსი ჯერ არ გამაჩნია!
37. ერთ დროს ბალზაკს უნდოდა ფილოსოფია გადმოეცა მხატვრული ნაწარმოების საშუალებთ. ასე დაიბადა "შაგრენის ტყავი" ... მე იმის თქმა მინდა, რომ დიდ პოეტობას კარგად უთავსებ ფილოსოფიური ტრაქტატების თარგმნას. საოცარია!... ერთ დროს ბალზაკს უნდოდა ფილოსოფია გადმოეცა მხატვრული ნაწარმოების საშუალებთ. ასე დაიბადა "შაგრენის ტყავი" ... მე იმის თქმა მინდა, რომ დიდ პოეტობას კარგად უთავსებ ფილოსოფიური ტრაქტატების თარგმნას. საოცარია!...
36. მესმის თქვენი, თარგმნა მძიმე პროცესია მესმის თქვენი, თარგმნა მძიმე პროცესია
35. მძიმე იყო თარგმნის პროცესიც :დ მძიმე იყო თარგმნის პროცესიც :დ
34. საინტერესოა, თუმცა ცოტა მძიმედ იკითხება. საინტერესოა, თუმცა ცოტა მძიმედ იკითხება.
33. გითხარი კდიეც და კიდევ ვამბობ.. რომ ძალიან პირობითია ეს სიტყვები...
ჩემი აზრით იმის გათვისება ოლომდე რომ ტკივილი წმენდს შთაგონების გზას, ადამიანს აკარგვინებს "ადმიანობას" ანუ ის რაღაც მომენტში დამოკიდებული ხდება ერთ რაღაცაზე შესაბამისად შთაგონება ვერ იქნება ვერანაირად წმინდა....
სიამოვნება კიდე რავი თავისუფალს გხდის ადამიანს..... გითხარი კდიეც და კიდევ ვამბობ.. რომ ძალიან პირობითია ეს სიტყვები...
ჩემი აზრით იმის გათვისება ოლომდე რომ ტკივილი წმენდს შთაგონების გზას, ადამიანს აკარგვინებს "ადმიანობას" ანუ ის რაღაც მომენტში დამოკიდებული ხდება ერთ რაღაცაზე შესაბამისად შთაგონება ვერ იქნება ვერანაირად წმინდა....
სიამოვნება კიდე რავი თავისუფალს გხდის ადამიანს.....
32. სპეციალურად ოტტოსათვის:
"სიამოვნება ბლოკავს, ტკივილი კი წმენდს შთაგონების გზას"
ხაზრათ ინაიათ ხანი.
:დდ
სპეციალურად ოტტოსათვის:
"სიამოვნება ბლოკავს, ტკივილი კი წმენდს შთაგონების გზას"
ხაზრათ ინაიათ ხანი.
:დდ
31. “შენ ნამდვილად ამოგხდება,” პასუხობს ბუდა, “რადგან შენ გიყვარს ტკივილი და შენი სიცოცხლის სიყვარული მოჩვენებითია. მაგრამ ისინი, ვისაც ნამდვილად უყვართ სიცოცხლე, ბედნიერები იქნებიან ასეთ სამყაროში.” “შენ ნამდვილად ამოგხდება,” პასუხობს ბუდა, “რადგან შენ გიყვარს ტკივილი და შენი სიცოცხლის სიყვარული მოჩვენებითია. მაგრამ ისინი, ვისაც ნამდვილად უყვართ სიცოცხლე, ბედნიერები იქნებიან ასეთ სამყაროში.”
30. საინტერესო იყო ფრიად...5 მოგიკითხე..:-*
. თუმც მე განსაკუთრებულ თაყვანს არ ვცემ ალკიბიადეს და ნაპოლეონს, მეც მყავს ჩემი გმირები: ჩემი მემკვიდრე იესო, რადგან მან უთხრა ადამიანებს შეიყვარონ მათი მტრები; საინტერესო იყო ფრიად...5 მოგიკითხე..:-*
. თუმც მე განსაკუთრებულ თაყვანს არ ვცემ ალკიბიადეს და ნაპოლეონს, მეც მყავს ჩემი გმირები: ჩემი მემკვიდრე იესო, რადგან მან უთხრა ადამიანებს შეიყვარონ მათი მტრები;
29. შენ რასაც წერ ის დადე ხოლმე აქ (: შენ რასაც წერ ის დადე ხოლმე აქ (:
28. შევრიგდეთ, მართლა კარგი თარგმანია, ასეთი ტექსტების თარგმნა რთული საქმეა. ამიტომ გიფასებ შრომას და ჭკუა-გონებას, რომელიც უხვად მოგეცა შემოქმედისგან.
პატივს გცემ და გაფასებ.... შევრიგდეთ, მართლა კარგი თარგმანია, ასეთი ტექსტების თარგმნა რთული საქმეა. ამიტომ გიფასებ შრომას და ჭკუა-გონებას, რომელიც უხვად მოგეცა შემოქმედისგან.
პატივს გცემ და გაფასებ....
27. რა სასტიკი ხარ :დ რა სასტიკი ხარ :დ
26. უსაქმური რასელი /არ იცოდა რითი გაერთო თავი/ და "ველური", იგივე " პონტში " . :) უსაქმური რასელი /არ იცოდა რითი გაერთო თავი/ და "ველური", იგივე " პონტში " . :)
25. ნიცშეს არც მე ვეთანხმები ბევრ რამეში მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ნიცშე ფაშისტია და ცუდი როჟაა, უფრო პირიქით :დ ეს მონაკვეთი იმიტო ვთარგმნე რომ რასელის ფანტაზიამ გამამხიარულა :დ ნიცშეს არც მე ვეთანხმები ბევრ რამეში მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ნიცშე ფაშისტია და ცუდი როჟაა, უფრო პირიქით :დ ეს მონაკვეთი იმიტო ვთარგმნე რომ რასელის ფანტაზიამ გამამხიარულა :დ
24. ოო მეზარება თარგმანები, არ გამომდის : დ გამგებმა გაიგოს :დ ოო მეზარება თარგმანები, არ გამომდის : დ გამგებმა გაიგოს :დ
23. არა, თარგმანი შინაარსობრივად ახლოა დედანთან.
მაგრამ აი ეს რატომ აღარ თარგმნე? For my part, I agree with Buddha as I have imagined him. But I do not know how to prove that he is right by any argument such as can be used in a mathematical or a scientific question. I dislike Nietzsche because he likes the contemplation of pain, because he erects conceit into a duty, because the men whom he most admires are conquerors, whose glory is cleverness in causing men to die. But I think the ultimate argument against his philosophy, as against any unpleasant but internally self-consistent ethic, lies not in an appeal to facts, but in an appeal to the emotions. Nietzsche despises universal love; I feel it the motive power to all that I desire as regards the world. His followers have had their innings, but we may hope that it is coming rapidly to an end.
თუ საფიქრალი დაგვიტოვე, მაშინ გიცხადებ რომ არც მე ვარ ნიცშეს მხარეზე. :)
ისე მე-18 კომენტარსაც თუ თარგმნი მადლობელი დაგირჩები :)
5 არა, თარგმანი შინაარსობრივად ახლოა დედანთან.
მაგრამ აი ეს რატომ აღარ თარგმნე? For my part, I agree with Buddha as I have imagined him. But I do not know how to prove that he is right by any argument such as can be used in a mathematical or a scientific question. I dislike Nietzsche because he likes the contemplation of pain, because he erects conceit into a duty, because the men whom he most admires are conquerors, whose glory is cleverness in causing men to die. But I think the ultimate argument against his philosophy, as against any unpleasant but internally self-consistent ethic, lies not in an appeal to facts, but in an appeal to the emotions. Nietzsche despises universal love; I feel it the motive power to all that I desire as regards the world. His followers have had their innings, but we may hope that it is coming rapidly to an end.
თუ საფიქრალი დაგვიტოვე, მაშინ გიცხადებ რომ არც მე ვარ ნიცშეს მხარეზე. :)
ისე მე-18 კომენტარსაც თუ თარგმნი მადლობელი დაგირჩები :)
5
22. მე არ მითქვამს, რომ ცუდი თარგმანია... (მე არ ვიცი ინგლისური...სამწუხაროდ) მე არ მითქვამს, რომ ცუდი თარგმანია... (მე არ ვიცი ინგლისური...სამწუხაროდ)
21. ცუდი თარგმანია ვიცი :დ გმადლობთ ცუდი თარგმანია ვიცი :დ გმადლობთ
20. "...დიდი ადამიანები იტანჯებიან დიდებულად და დიდებულ ტანჯვაზე არ უნდა ვიდარდოთ, რამეთუ იგი კეთილშობილურია..."
ვერაფერს ვიტყვი თარგმანის ხარისხზე... თემა ფრიად საინტერესოა...საკამათოც, რასაკვირველია. განსაკუთრებით ზემოთმოტანილმა ფრაზამ მომცა საფიქრალი...
ყოჩაღ! "...დიდი ადამიანები იტანჯებიან დიდებულად და დიდებულ ტანჯვაზე არ უნდა ვიდარდოთ, რამეთუ იგი კეთილშობილურია..."
ვერაფერს ვიტყვი თარგმანის ხარისხზე... თემა ფრიად საინტერესოა...საკამათოც, რასაკვირველია. განსაკუთრებით ზემოთმოტანილმა ფრაზამ მომცა საფიქრალი...
ყოჩაღ!
19. You are not only little, Little Man. I know you have your ‘big moments’ in life, moments of ‘rapture’ and ‘elation’, of ‘soaring up’. But you don’t have the stamina to soar higher and higher, to let your elation carry you up and up. You are afraid of soaring, afraid of height and depth. Nietzsche has told you this much better, long ago. But he did not tell you why you are that way. He tried to make you into a superman, an ‘Ubermench’; in order to overcome the human in you. His ‘Ubermench’ became your ‘Fuhrer Hitler’. And you remained the ‘Ubermench’.
I want you to stop being an ‘Ubermench’ and want you to become yourself.
You are not only little, Little Man. I know you have your ‘big moments’ in life, moments of ‘rapture’ and ‘elation’, of ‘soaring up’. But you don’t have the stamina to soar higher and higher, to let your elation carry you up and up. You are afraid of soaring, afraid of height and depth. Nietzsche has told you this much better, long ago. But he did not tell you why you are that way. He tried to make you into a superman, an ‘Ubermench’; in order to overcome the human in you. His ‘Ubermench’ became your ‘Fuhrer Hitler’. And you remained the ‘Ubermench’.
I want you to stop being an ‘Ubermench’ and want you to become yourself.
18. You drive really great men to the point where they despise you, where, pained by you and your pettinesses, they withdraw, where they avoid you and, worst of all, begin to pity you. If you, Little Man, happen to be a psychiatrist, say, a Lombroso, you stamp the great man as a kind of criminal, or a criminal who has failed to make good, or a psychotic. For the great man, unlike you, does not see the goal of life in amassing money, or in the socially proper marriage of his daughters, or in a political career, or in academic titles or the Nobel Prize. For this reasons because he is not like you, you call him ‘genius’ or ‘queer’. He, on the other hand, is willing to state that he is no genius, but simply a living being. You call him ‘asocial’ because he prefers the study, with his thoughts, or the laboratory, with his work, to your empty, babbling social ‘parties’. You call him crazy because he spends his money for scientific research instead of buying bonds and stocks, as you do. You presume, Little Man, in your bottomless degeneration, to call the simple, straightforward man ‘abnormal: as compared with you, the prototype of ‘normality’, the ‘homo normalis’. You measure him with your petty yardsticks and find that he does not meet the demands of your normality. You cannot see, Little Man, that it is you who drive him, who is full of love for you and readiness to help you, from social life because you have made it insufferable, be it in tavern or in the palace. You drive really great men to the point where they despise you, where, pained by you and your pettinesses, they withdraw, where they avoid you and, worst of all, begin to pity you. If you, Little Man, happen to be a psychiatrist, say, a Lombroso, you stamp the great man as a kind of criminal, or a criminal who has failed to make good, or a psychotic. For the great man, unlike you, does not see the goal of life in amassing money, or in the socially proper marriage of his daughters, or in a political career, or in academic titles or the Nobel Prize. For this reasons because he is not like you, you call him ‘genius’ or ‘queer’. He, on the other hand, is willing to state that he is no genius, but simply a living being. You call him ‘asocial’ because he prefers the study, with his thoughts, or the laboratory, with his work, to your empty, babbling social ‘parties’. You call him crazy because he spends his money for scientific research instead of buying bonds and stocks, as you do. You presume, Little Man, in your bottomless degeneration, to call the simple, straightforward man ‘abnormal: as compared with you, the prototype of ‘normality’, the ‘homo normalis’. You measure him with your petty yardsticks and find that he does not meet the demands of your normality. You cannot see, Little Man, that it is you who drive him, who is full of love for you and readiness to help you, from social life because you have made it insufferable, be it in tavern or in the palace.
17. +++++++++++++++++++++ და დიდი პატივისცემა... +++++++++++++++++++++ და დიდი პატივისცემა...
16. როცა ნულიდან იწყებ, როცა ქაოსიდან იწყებ, ტკივილის გარეშე ცოდნა არ მოიპოვება :)) ამ მხრივ ხო, მაგრამ ტკივილი თვითმიაზნი არ უნდა იყოს (??) რავიცი, რავიცი :))) როცა ნულიდან იწყებ, როცა ქაოსიდან იწყებ, ტკივილის გარეშე ცოდნა არ მოიპოვება :)) ამ მხრივ ხო, მაგრამ ტკივილი თვითმიაზნი არ უნდა იყოს (??) რავიცი, რავიცი :)))
15. ვამართლებ ან როგორ არ უნდა გაამართლო.. შედეგით დღესაც ვტკბებით უბრალო მოკვდავები : )) ვამართლებ ან როგორ არ უნდა გაამართლო.. შედეგით დღესაც ვტკბებით უბრალო მოკვდავები : ))
14. "ოტტო//" ვის არ ეთანხმება - ბუდას, რასელს თუ "ველურს"?:) jonatan livingstoni. 201
აზრზე ხარ ოტტ რა სიაში მოვხვდი? გმადლობთ ჯონათან :)))
ოტტოს აზრი ტკივილთან დაკავშირებით მთლად ბოლომდე ვერც მე გავიგე... ის ალბათ ამართლებს ნიცშეს ტკივილისმოყვარეობას.... ან პირიქით :))) "ოტტო//" ვის არ ეთანხმება - ბუდას, რასელს თუ "ველურს"?:) jonatan livingstoni. 201
აზრზე ხარ ოტტ რა სიაში მოვხვდი? გმადლობთ ჯონათან :)))
ოტტოს აზრი ტკივილთან დაკავშირებით მთლად ბოლომდე ვერც მე გავიგე... ის ალბათ ამართლებს ნიცშეს ტკივილისმოყვარეობას.... ან პირიქით :)))
13. "ოტტო//" ვის არ ეთანხმება - ბუდას, რასელს თუ "ველურს"?:) jonatan livingstoni. 201
აზრზე ხარ ოტტ რა სიაში მოვხვდი? გმადლობთ ჯონათან :)))
ოტტოს აზრი ტკივილთან დაკავშირებით მთლად ბოლომდე ვერც მე გავიგე... ის ალბათ ამართლებს ნიცშეს ტკივილისმოყვარეობას.... ან პირიქით :))) "ოტტო//" ვის არ ეთანხმება - ბუდას, რასელს თუ "ველურს"?:) jonatan livingstoni. 201
აზრზე ხარ ოტტ რა სიაში მოვხვდი? გმადლობთ ჯონათან :)))
ოტტოს აზრი ტკივილთან დაკავშირებით მთლად ბოლომდე ვერც მე გავიგე... ის ალბათ ამართლებს ნიცშეს ტკივილისმოყვარეობას.... ან პირიქით :)))
12. არაუშავს ჯონათან არაუშავს ჯონათან
11. გეთანხმები, ნიცშე თავის მთლიანობაშია მაგარი, მთლიანად ქაოსია, საჭირო ქაოსი :)) გეთანხმები, ნიცშე თავის მთლიანობაშია მაგარი, მთლიანად ქაოსია, საჭირო ქაოსი :))
10. აი, ამართლებს ნელ-ნელა თქვენს მიერ შემოთვაზებული ალტერნატივა მდარე ლექსების კითხვისა:) ისე, ვერ მივხვდი, "ოტტო//" ვის არ ეთანხმება - ბუდას, რასელს თუ "ველურს"?:) აი, ამართლებს ნელ-ნელა თქვენს მიერ შემოთვაზებული ალტერნატივა მდარე ლექსების კითხვისა:) ისე, ვერ მივხვდი, "ოტტო//" ვის არ ეთანხმება - ბუდას, რასელს თუ "ველურს"?:)
9. დაწმენდის შემთხვევაში ნიცშე აღარ იქნებოდა :D დაწმენდის შემთხვევაში ნიცშე აღარ იქნებოდა :D
8. ნიცშეს მთავარი იდეა ნულიდან დაწყებაა ანუ ყველაფრის მიღმა.. დასკვნებს არ გვთავაზობს იმდენად..., უფრო გზას წმენდს ნარჩენებისგან. :)) ნიცშეს მთავარი იდეა ნულიდან დაწყებაა ანუ ყველაფრის მიღმა.. დასკვნებს არ გვთავაზობს იმდენად..., უფრო გზას წმენდს ნარჩენებისგან. :))
7. მე კი ვფიქრობ ბატონო ოტტო, რომ ნიცშეს რადიკალიზმი რეაქციაა მხოლოდ და დაწმენდის შემთხვევაში გაცილებით კონსტრუქტიულ მსოფლმხედველობას შექმნიდა, რომელიც რეალური ალტერნატივა იქნებოდა ყოველივე არსებულის... თუმც ყველაფერს ვერ მოვთხოვთ, თავისი გააკეთა და ამით ვაფასებთ :)) მე კი ვფიქრობ ბატონო ოტტო, რომ ნიცშეს რადიკალიზმი რეაქციაა მხოლოდ და დაწმენდის შემთხვევაში გაცილებით კონსტრუქტიულ მსოფლმხედველობას შექმნიდა, რომელიც რეალური ალტერნატივა იქნებოდა ყოველივე არსებულის... თუმც ყველაფერს ვერ მოვთხოვთ, თავისი გააკეთა და ამით ვაფასებთ :))
6. ამიტომ ის რომ ტკივილი მამოძრავებელი იყოს.... ან ტკლივილით იწერებოდეს რამე უფრო შედარებით მაგარი... მნიაჰ ვერ დაგეთანხმებით. ამიტომ ის რომ ტკივილი მამოძრავებელი იყოს.... ან ტკლივილით იწერებოდეს რამე უფრო შედარებით მაგარი... მნიაჰ ვერ დაგეთანხმებით.
5. მე მაინც არ ვაყენებ ნიცშეს ამ კუთხით...
მე ვინ ვარ რასელთან, მაგრამ ჩემი აზრით ნიცშე უბრალოდ იყო როგორ ვთქვათ მონადირე, მაძებარი, რომელიც ეძებდა ყველა ხერხებით იმას რაც არ არსებობდა თუნდაც მაგალითად ღმერთს იცოდა რომ არ არსებობდა მაგრამ მაინც, თომან მანთანაც ვხვდებით ნიცშეზე საუბრებში ამას და აქაც ნიცშემ შეიძლება ზუსტადაც იცოდეს რომ არ არსებობს იდეალური მდგომარეობა ადამიანის მაგრამ ძიების პროცესი მისთვის იმდენად მიმზიდველი იყო რომ ყველაფერს უდგებოდა წინ, თუნდაც საკუთარ შინაგან რწმენას..... ჩემთვის ნიცშე ნებისმიერი იდეიიის მეორე მხარეა რომელიც საერთოდ შეიძლება არ არსებობდეს მაგრამ ამ არარსებობის დაჯერება იყოს ძალიან იოლი.. ბატონი ფრიდრიხის ტვინის ხელში. მე მაინც არ ვაყენებ ნიცშეს ამ კუთხით...
მე ვინ ვარ რასელთან, მაგრამ ჩემი აზრით ნიცშე უბრალოდ იყო როგორ ვთქვათ მონადირე, მაძებარი, რომელიც ეძებდა ყველა ხერხებით იმას რაც არ არსებობდა თუნდაც მაგალითად ღმერთს იცოდა რომ არ არსებობდა მაგრამ მაინც, თომან მანთანაც ვხვდებით ნიცშეზე საუბრებში ამას და აქაც ნიცშემ შეიძლება ზუსტადაც იცოდეს რომ არ არსებობს იდეალური მდგომარეობა ადამიანის მაგრამ ძიების პროცესი მისთვის იმდენად მიმზიდველი იყო რომ ყველაფერს უდგებოდა წინ, თუნდაც საკუთარ შინაგან რწმენას..... ჩემთვის ნიცშე ნებისმიერი იდეიიის მეორე მხარეა რომელიც საერთოდ შეიძლება არ არსებობდეს მაგრამ ამ არარსებობის დაჯერება იყოს ძალიან იოლი.. ბატონი ფრიდრიხის ტვინის ხელში.
4. :D მე მინდა გიჩვენოთ, რომ მდარე ლექსების წერის და კითხვის ალტერნატივაც არსებობს :D :D მე მინდა გიჩვენოთ, რომ მდარე ლექსების წერის და კითხვის ალტერნატივაც არსებობს :D
3. და შენ გინდა ის გეკამათოს აქ ვინც ამავე საიტზე მდარე ლექსებით ერთობა?
ფეხბურთს ვუყურო ჯობია. და შენ გინდა ის გეკამათოს აქ ვინც ამავე საიტზე მდარე ლექსებით ერთობა?
ფეხბურთს ვუყურო ჯობია.
2. ეგ ადგილი მეც მებუნდოვნა :D აქ თარგმანის ხარისხზე მეტად დისკუსიაა მთავარი მაგრამ ვის ცალია სადისკუსიოდ მდარე ლექსებითაა გართული ხალხი, მომეტევოს პირდაპირობა :)))))) ეგ ადგილი მეც მებუნდოვნა :D აქ თარგმანის ხარისხზე მეტად დისკუსიაა მთავარი მაგრამ ვის ცალია სადისკუსიოდ მდარე ლექსებითაა გართული ხალხი, მომეტევოს პირდაპირობა :))))))
1. საინტერესო მონაკვეთი გითარგმნიათ. თანაგრძნობის საკითხზე ორი რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება. არ ვიცი, დედანში რა და როგორ წერია, მაგრამ კარგად იკითხება თარგმანი.
"ბუდა, რომელმაც სამოთხის ბაღებში შეისწავლა მთელი ისტორია მისი სიკვდილის შემდეგ და დაეუფლა მეცნიერებას, ცოდნის სიამოვნებითა და მწუხარებით, რომელსაც ადამიანები პოულობენ მასში, პასუხობს მშვიდი თავაზიანობით" - მხოლოდ აქ მებუნდოვნა ცოტა. საინტერესო მონაკვეთი გითარგმნიათ. თანაგრძნობის საკითხზე ორი რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება. არ ვიცი, დედანში რა და როგორ წერია, მაგრამ კარგად იკითხება თარგმანი.
"ბუდა, რომელმაც სამოთხის ბაღებში შეისწავლა მთელი ისტორია მისი სიკვდილის შემდეგ და დაეუფლა მეცნიერებას, ცოდნის სიამოვნებითა და მწუხარებით, რომელსაც ადამიანები პოულობენ მასში, პასუხობს მშვიდი თავაზიანობით" - მხოლოდ აქ მებუნდოვნა ცოტა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|