 | ავტორი: მინდი ჟანრი: თარგმანი 28 აგვისტო, 2012 |
განა შენ არ დევნი “უკანონო დედას” როგორც ამორალურ არსებას? პატარა ადამიანო? განა შენ არ მიჯნავ მკაცრად “ქორწინებაში დაბადებულ” ბავშვს, რომელსაც უწოდებ “კანონიერს”, “ქორწინების გარეშე დაბადებული” ბავშვისგან, რომელსაც უწოდებ “უკანონოს”? ოჰ შენ საცოდავო ქმნილებავ, შენ არ გესმის რას ამბობ: შენ მოკრძალებით ეპყრობი ჩვილ ქრისტეს. ჩვილი ქრისტე დაიბადა ქალისგან, რომელსაც არ ჰქონდა ქორწინების საბუთი. ამგვარად, ისე რომ წარმოდგენაც არა გაქვს, ჩვილ ქრისტეში შენ მოკრძალებით ეპყრობი შენს მგზნებარე სურვილს სექსუალური თავისუფლებისა, შენ პატარა, ქათმისნისკარტა ადამიანო. შენ აქციე “უკანონოდ“ შობილი ჩვილი ქრისტე ძედ ღვთისა, რომელმაც არ იცოდა უკანონო ბავშვები. მაგრამ შემდეგ, როგორც მოციქულმა პავლემ, შენ დაიწყე ნამდვილი სიყვარულის შვილების დევნა და ნამდვილი სიძულვილის შვილების დაცვა შენი რელიგიური კანონებით. შენ საცოდავი ხარ პატარა ადამიანო! შენ ხიდებზე ატარებ მანქანებსა და მატარებლებს, რომელიც დიდმა გალილეომ გამოიგონა. იცი თუ არა შენ პატარა ადამიანო, რომ დიდ გალილეოს ჰყავდა სამი შვილი, ქორწინების მოწმობის გარეშე? შენ ამას არ ეუბნები შენი სკოლის მოსწავლეებს. და განა აგრეთვე ამ მიზეზით არ აწამე გალილეო? და იცი თუ არა შენ, პატარა ადამიანო “სლავი ხალხების სამშობლოში”, რომ შენმა დიდმა ლენინმა, მსოფლიოს ყველა პროლეტარის უდიდესმა მამამ, გააუქმა ძალმომრეობითი ქორწინება, როცა მოვიდა ხელისუფლების სათავეში? და იცი თუ არა შენ, რომ თავად იგი ქორწინების მოწმობის გარეშე ცხოვრობდა თავის ცოლთან? და შენ არ აღადგინე ძალმომრეობითი ქორწინების კანონები შენი ყველა სლავების ფიურერის მეშვეობით? რადგან შენ არ იცოდი, რომ ლენინის დიდი საქმისთვის სიცოცხლის საშუალება უნდა მიგეცა? ყოველივე ამის შესახებ შენ საერთოდ არაფერი არ იცი, რადგან რაა ჭეშმარიტება შენთვის ან ისტორიისთვის, ან ბრძოლა შენი თავისუფლებისთვის და ვინ ხარ შენ, მიუხედავად ყველაფრისა, რომ გქონდეს შენი საკუთარი აზრი? შენ მინიშნებითაც არ იცი ის ფაქტი, რომ ეს შენი პორნოგრაფიული გონება და შენი სექსუალური უპასუხისმგებლობაა, რამაც შენი ქორწინების კანონების ბორკილებში ჩაგსვა. შენ საკუთარ თავს გრძნობ საცოდავ და პატარა, მყრალ, იმპოტენტ, ხისტ, უსიცოცხლო და ცარიელ ადამიანად. შენ არ გყავს ქალი, ან გყავს ქალი, რომელთანაც მხოლოდ იმიტომ გინდა “დაწოლა”, რომ დაამტკიცო შენი მამაკაცობა. შენ არ იცი რაა სიყვარული. შენ შეკრული ხარ და სასაქმებლებს იღებ. შენ ცუდი სუნი აგდის, შენი კანი წებოვანია; შენ ვერ გრძნობ შენს ბავშვს შენს მკლავებში და ამიტომაც ექცევი მას როგორც თოჯინას, რომელიც შეიძლება ცემო. მთელი შენი ცხოვრება შენ შეწუხებული ხარ შენი იმპოტენციით. მან შენი ყველა აზრი მოიცვა. ის ჩაერია შენს სამუშაოში. შენმა ცოლმა მიგატოვა, რადგან შენ არ შეგეძლო მისი სიყვარული. შენ იტანჯები ფობიებით, ნერვიულობით და გულისცემით. შენი აზრები სექსუალობის გარშემო ტრიალებს. ის, ვისაც ესმის შენი და უნდა დაგეხმაროს, გელაპარაკება სექს-ეკონომიკაზე, მას სურს რომ შენ იცხოვრო სექსით ღამის განმავლობაში, ისე რომ დღისით შენ თავისუფალი იყო სექსუალური ფიქრებისგან და შეგეძლოს აკეთო შენი საქმე. მას სურს დაინახოს შენი ცოლი ბედნიერი და არა სასოწარკვეთილი შენს მკლავებში. მას სურს დაინახოს შენი შვილები ფერხორციანი, ნაცვლად ფერმკრთალისა, მოსიყვარულე, ნაცვლად სასტიკისა. მაგრამ შენ, როცა გესმის სექს-ეკონომიკაზე, ამბობ: “სექსი არაა ყველაფერი. არსებობს სხვა მნიშვნელოვანი რამეები ცხოვრებაში”. აი ასეთი ხარ შენ, პატარა ადამიანო. .
წყარო:
http://www.satrakshita.com/Books/listenlittleman.pdf
გვ. 14-15
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ოშო - ვილჰელმ რაიხის შესახებ (წიგნიდან „ძენის მანიფესტი“)
კითხვა:
თავის წიგნში „მისმინე, პატარა ადამიანო“, ვილჰელმ რაიხი ამბობს, რომ მან აღმოაჩინა, როგორ გამოანთავისუფლებს ადამიანი თავის სასიცოცხლო ენერგიას, როდესაც სიყვარულს და სიკეთეს განიცდის; და იგი უარს ამბობს ამ ენერგიაზე, როცა ეშინია. მან აღმოაჩინა, რომ ეს სასიცოცხლო ენერგია, რომელსაც „ორგონი“ დაარქვა - ატმოსფეროში იმყოფება, სხეულის გარეთ. იგი ამბობს, რომ შეძლო მისი დანახვა და შექმნა აპარატი, რომელიც აძლიერებს მას. სწორია თუ არა მისი დაკვირვებები?
პასუხი:
მანიშა, ვილმჰელმ რაიხი ამ საუკუნეში დაბადებული ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური გონება იყო. ის, რაც მან აღმოაჩინა, აღმოსავლეთში ცნობილია, როგორც აურა. ალბათ გინახავთ იგი ბუდას, მაჰავირას ან კრიშნას ქანდაკების გარშემო - წრიული აურა თავის გარშემო. ეს აურა რეალურია. რაც რაიხმა თქვა, სიმართლე იყო, მაგრამ ადამიანები, ვისაც ამას ეუბნებოდა, ის ადამიანები არ იყვნენ, რომლებიც მის გაგებას შეძლებდნენ. ისინი მას გიჟად თვლიდნენ, რადგანაც იგი აღწერდა სიცოცხლეს, როგორც ენერგიას, რომელიც სხეულის გარშემოა. ეს სწორედ ასეა.
სიცოცხლე - ენერგიაა, რომელიც თქვენს სხეულს გარშემო აკრავს. არა მხოლოდ თქვენს სხეულს, არამედ ყვავილებს, ხეებს... ყველაფერს თავისი აურა აქვს. და ეს აურა, ეს ენერგია, რომელიც თქვენს გარშემოა, იკუმშება და ფართოვდება სხვადასხვა სიტუაციებში.
ნებისმიერი სიტუაცია, სადაც თქვენი ენერგია იკუმშება, შეგვიძლია ცუდად, არაჯანმრთელად ჩავთვალოთ. და ყოველ სიტუაციას, სადაც თქვენი ენერგია ფართოვდება, უნდა მიესალმოთ და გიყვარდეთ. სიყვარულში თქვენი ენერგია გამონთავისუფლდება, უფრო ცოცხალი ხდებით. ხოლო როდესაც შიშში ხართ, ენერგია იკუმშება და ნაკლებად ცოცხალი ხდებით.
საწყალ ვილჰელმ რაიხს ამერიკელები გიჟად თვლიდნენ, რადგანაც მან არა მხოლოდ გაზარდა ეს ენერგია - მან რამდენიმე სავარჯიშოც კი აღმოაჩინა, რომლებითაც ეს ენერგია იზრდება - იმასაც კი ახერხებდა, რომ ეს ენერგია სპეციალურ ყუთებში დაეჭირა, დიდ ყუთებში, რომელშიც ადამიანს შეეძლო შესვლა. და თუ ადამიანი ავად იყო, ამ ყუთიდან ჯანმრთელი გამოდიოდა. ბუნებრი ვია, რაიხი გიჟად უნდა ჩაეთვალათ. იგი ყიდიდა ამ ყუთებს, ცარიელ ყუთებს - მაგრამ ისინი სულაც არ იყო ცარიელი. მან ატმოსფეროში არსებული ენერგიის დაგროვების მეთოდს მიაგნო. თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ ამ ენერგიას, რომელიც ხის გარშემოა, მაგრამ შეუიარაღებელი თვალით ვერ დაინახავთ მას.
მას შემდეგ, რაც იგი გიჟად შერაცხეს და ციხეში ჩასვეს, მისი ფოტოზე გადაღება კიდევ ერთმა ადამიანმა შეძლო საბჭოთა კავშირში. და ახლა ფსიქოლოგიამ საბჭოთა კავშირში აღიარა, რომ სიცოცხლეს აურა გააჩნია. ამ ადამიანმა, კირლიანმა, შეიმუშავა სპეციალური მგრძნობიარე ფირფიტა აურის ფოტოგრაფირებისთვის.
მას შეეძლო ფოტო ხელისთვის გადაეღო ფოტო, და ფოტოზე ხელის გარშემო აურა ჩანდა. რაღაც უცნაური გზით მისი ფოტოები იმასაც კი ავლენდნენ, გახდებოდა თუ არა ავად ეს ადამიანი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში: „უშუალოდ იმ დროს იგი ავადმყოფობის არანაირ ნიშანს არ ავლენდა, მაგრამ მისი აურა გარკვეულ წერტილში დეფორმირებული იყო...“ თუ გარკვეულ წერტილში აურა შეკუმშულია, ადამიანი შესაძლოა დაყრუვდეს, ან დაბრმავდეს - თუ აურა თვალების მიდამოში დეფორმირდა. და ყველა მისი ფოტო მის სიმართლეს ამტკიცებდა. როცა ამბობდა: „ამ ადამიანს დაბრმავების საშიშროება ემუქმრება“ - ნიშნები არ ჩანდა, არ იყო ამის დაჯერების საფუძველი, მაგრამ ექვსი თვის განმავლობაში ადამიანი დაბრმავდებოდა.
ამჟამად საბჭოთა ფსიქოლოგიაში კირლიანის ფოტოგრაფია ოფიციალურადაა აღიარებული. იგი სხვა ქვეყნებშიცაა გავრცელებული.
ადამიანი შეგვიძლია მანამდე განვკურნოთ, სანამ იგი ავად გახდება. კირლიანის ფოტოგრაფია წინასწარ გვამცნობს ამ მოვლენის შესახებ. იგი პროგნოზირებას ახდენს მინიმუმ ექვსი თვით ადრე.
აღმოსავლეთში ასწლეულებით ადრე იყო ცნობილი, რომ სიკვდილის წინ - ექვსი თვით დრე - თვენ არ შეგიძლიათ საკუთარი ცხვირის წვერის დანახვა. იმის გამო, რომ თქვენი თვალები ზემოთკენაა აპყრობილი, მათ არ შეუძლიათ საკუთარი ცხვირის წვერის დანახვაც კი. როგორც კი მიხვდებით, რომ არ შეგიძლიათ საკუთარი ცხვირის წვერის დანახვა, ეს ნიშნავს, რომ ექვსი თვის განმავლობაში თქვენი ენერგია შეიკუმშება, თავის წყაროს დაუბრუნდება. და ყოველგვარი ფოტო-ტექნოლოგიის გარეშე აურას იოგები ხუთიათასი წლის წინ აღიარებდნენ. მაგრამ ახლა ეს მეცნიერული საფუძვლებითაც მტკიცდება.
ვილჰელმ რაიხის გენია უნიკალურია. მან შეძლო დაენახა და ეგრძნო ის, რაც ჩვეულებრივ შეუძლებელია.
მაგრამ თუ თქვენ ძალიან მედიტატიური ხართ, მაშინ თქვენც დაიწყებთ ადამიანების აურის დანახვას, საკუთარი აურისაც კი. საკუთარი ხელის გარშემო სინათლის ნათებას დაინახავთ. და როცა ჯანმრთელი ხართ, გრძნობთ, რომ თქვენი აურა ფართოვდება. ხოლო როცა ავად ხართ, გრძნობთ, რომ თქვენი აურა იკუმშება - რაღაც იკუმშება თქვენს შოგნით.
როდესაც ავადმყოფის გვერდით ხართ, გიჩნდებათ უცნაური შეგრძნება, რომ იგი რაღაცნაირად თქვენც ავად გხდით, რადგანაც ავადმყოფი, ისე, რომ თვითონაც არ იცის, სხვების აურის ექსპლუატაციას ახდენს. მას მეტი სიცოცხლე სჭირდება, ამიტომ ართმევს სიცოცხლეს ყველას, ვინც მის ახლოსაა.
თქვენთვისაც ცნობილია გამოცდილებით, ამის გააზრების გარეშე, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ცდილობთ თავი აარიდოთ, რადგანაც მათთან შეხვედრისას ავად ხდებით, გრძნობთ, როგორ გერთმევათ რაღაც. და არიან ადამიანები, რომლებსაც სიხარულით ხვდებით, რადგანაც მათთან შეხვედრისას გაფართოებას გრძნობთ, მეტ სიცოცხლეს გრძნობთ.
ვილჰელმ რაიხი მართალი იყო, მაგრამ საუბედუროდ მასებს არასოდეს არ ესმით თავიანთი საკუთარი გენიოსის; პირიქით, ცდილობენ განსაჯონ. რამდენადაც რაიხი მართალია, თითქმის ყველა ბრმა გამოდის. გაბრაზებულმა, მან დაწერა წიგნი „მისმინე, პატარა ადამიანო“. მაგრამ ეს შესანიშნავი წიგნია, მას კი გაბრაზება შეგვიძლია ვაპატიოთ, რადგანაც მას ცუდად მოექცა „პატარა ადამიანი“, მასა. მას გიჟად თვლიდნენ და ფსიქიატრიულში გამოამწყვდიეს.
აღმოსავლეთში მას შეეძლო გაუტამა ბუდა ყოფილიყო. მას ისეთი თვისებები ჰქონდა, ისეთი გასხივოსნება. მაგრამ ბრიყვი საზოგადოება, ყველაზე პატარა ადამიანების, მეწვრილმანეების საზოგადოება... ადამიანების, რომლებსაც არ შეუძლიათ აღიქვან უსასრულო, არ შეუძლიათ აღიქვან მისტიური.
მთელი ატმოსფერო სიცოცხლითაა სავსე. და თუ საკუთარ სიცოცხლის წყაროებს გაიგებთ, უეცრად გააცნობიერებთ, რომ ჩიტებიც ცოცხლები არიან, ხეებიც ცოცხლები არიან, ბალახებიც ცოცხლები არიან - ყველგან სიცოცხლეა! და შეგიძლიათ იცეკვოთ ამ სიცოცხლესთან, შეგიძლიათ დიალოგში შეხვიდეთ ატმოსფეროსთან. რა თქმა უნდა, ხალხი იფიქრებს, რომ გაგიჟდით, ისინი ხომ ისეთებად რჩებიან, როგორებიც იყვნენ. იგივე ადამიანებმა გააკრეს ჯვარზე იესო, იგივე ადამიანებმა ჩასვეს რაიხი ფსიქიატრიულში, იგივე ადამიანებმა მოწამლეს სოკრატე... თუმცაღა ეს პატარა ადამიანები - უმეტესობაა.
ვილჰელმ რაიჰის გაბრაზება სამართლიანია, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ გაბრაზებაზე მეტად პატარა ადამიანს თანაგრძნობა სჭირდება. იგი განრისხდა, რადგანაც ცუდად მოექცნენ, მთელი ცხოვრება დაუნგრიეს. იმის ნაცვლად, რომ გაეგოთ მისთვის - მას შეეძლო ახალი კარი გაეხსნა განცდებისკენ, სიყვარულისკენ, სიცოცხლისკენ - მათ სრულიად გაანადგურეს ეს ადამიანი. ბუნებრივია, ის გაბრაზდებოდა.
აღმოსავლეთში ასეთივე პატარა ადამიანები არიან, მაგრამ აღმოსავლეთელი ადამიანი არ ბრაზდებოდა მათზე. იმის ნაცვლად, რომ გაბრაზებულიყო, იგი თანაგრаძნობას ავლენდა, თანაუგრძნობდა მათ სიბრმავეს და ყველა გზით ცდილობდა მიეტანა მათთვის სინათლე, მიეტანა მათთვის ცოტა გაგება.
მთარგმნელი: მამუკა გურული ოშო - ვილჰელმ რაიხის შესახებ (წიგნიდან „ძენის მანიფესტი“)

მთარგმნელი: მამუკა გურული
16. აჰ, კონგრესსმენ... გადავწყვიტე არ დაგიჯერო... ერთი იმპოტენტი კაცის განწყობას ნუ გადააყოლებ ყველა კაცთმოყვარე ნაწერს... :) აჰ, კონგრესსმენ... გადავწყვიტე არ დაგიჯერო... ერთი იმპოტენტი კაცის განწყობას ნუ გადააყოლებ ყველა კაცთმოყვარე ნაწერს... :)
15. ეს კაცთმოძულე ნაწერი ჯობია ბევრ კაცთმოყვარეს :დ დამიჯერე ან არ დამიჯერო :დდ ეს კაცთმოძულე ნაწერი ჯობია ბევრ კაცთმოყვარეს :დ დამიჯერე ან არ დამიჯერო :დდ
14. ეს კაცთმოძულე ნაწერი ჯობია ბევრ კაცთმოყვარეს :დ დამიჯერე ან არ დამიჯერო :დდ ეს კაცთმოძულე ნაწერი ჯობია ბევრ კაცთმოყვარეს :დ დამიჯერე ან არ დამიჯერო :დდ
13. მინდი, ვის დაუწერე ორიანი ? :D
რა არის ამ კაცთმოძულე ნაწარმოებში ასეთი "გენიალური? :D მინდი, ვის დაუწერე ორიანი ? :D
რა არის ამ კაცთმოძულე ნაწარმოებში ასეთი "გენიალური? :D
12. "ჭამეთ წუნკლებო!"<<ამას უეჭველად ღვთაებრივ ხასიათზე მყოფი კითხულობდი =)) "ჭამეთ წუნკლებო!"<<ამას უეჭველად ღვთაებრივ ხასიათზე მყოფი კითხულობდი =))
11. ოჰმ :)) დავჯექი, ორიანი :დ ისე თუ წაიკითხავ მაგ წიგნს ბევრ რამეს იპოვი საგულისხმოს შენთვის :დ ოჰმ :)) დავჯექი, ორიანი :დ ისე თუ წაიკითხავ მაგ წიგნს ბევრ რამეს იპოვი საგულისხმოს შენთვის :დ
10. მინდია, რა დღეში ხარ "ველურო" ამ მარიამობა დღეს შე კაცო, სხვა რამე დაგედო, ვაჰ.... არ უხდება რა დღევანდელ დღეს ეს ნაწერი. ძალიან ჩაგითრია ფილოსოფიამ :) აშშ კონგრესმენტობას ხომ არ აპირებ ? იქ ფასობს ეგეთი ცოდნები. :)
მინდია, რა დღეში ხარ "ველურო" ამ მარიამობა დღეს შე კაცო, სხვა რამე დაგედო, ვაჰ.... არ უხდება რა დღევანდელ დღეს ეს ნაწერი. ძალიან ჩაგითრია ფილოსოფიამ :) აშშ კონგრესმენტობას ხომ არ აპირებ ? იქ ფასობს ეგეთი ცოდნები. :)
9. უელბეკის რომელი?
"ჭამეთ წუნკლებო!" ? :DDD უელბეკის რომელი?
"ჭამეთ წუნკლებო!" ? :DDD
8. დღესაც გადავიკითხე =)
გუშინაც უელბეკი გამახსენდა.
სამწუხაროა, არაფერი მაქვს წაკითხული რაიხის. ეს ნაწყვეტი აშკარად მომეწონა და მეორე კომენტარიც =))
ჰო, თარგმანი არ შემიმოწმებია =)) დღესაც გადავიკითხე =)
გუშინაც უელბეკი გამახსენდა.
სამწუხაროა, არაფერი მაქვს წაკითხული რაიხის. ეს ნაწყვეტი აშკარად მომეწონა და მეორე კომენტარიც =))
ჰო, თარგმანი არ შემიმოწმებია =))
7. მადლობა :) გილოცავთ ასევე.! მადლობა :) გილოცავთ ასევე.!
6. ყოჩაღ, მინდია!...
იმდენი ქენი, რომ მიმაბრუნე რაიხთან....ინგლისური არ ვიცი, რუსული ტექსტი ამოვთხარე ისევ... მარიამობას გილოცავ! ყოჩაღ, მინდია!...
იმდენი ქენი, რომ მიმაბრუნე რაიხთან....ინგლისური არ ვიცი, რუსული ტექსტი ამოვთხარე ისევ... მარიამობას გილოცავ!
4. მართლა ძლიერადაა ნათარგმნი... საღოლ მინდია : )... მომეწონა მართლა ძლიერადაა ნათარგმნი... საღოლ მინდია : )... მომეწონა
3. კარგია, ასეთ რამეებს რომ თარგმნით. რასელი კიდევ ჰო, მაგრამ ეს ვილჰელმ რაიხი პირველად მესმის და საინტერესოც იყო. "ეს შენი პორნოგრაფიული გონება და შენი სექსუალური უპასუხისმგებლობაა, რამაც შენი ქორწინების კანონების ბორკილებში ჩაგსვა"- ეს ფრაზა განსაკუთრებით. კარგია, ასეთ რამეებს რომ თარგმნით. რასელი კიდევ ჰო, მაგრამ ეს ვილჰელმ რაიხი პირველად მესმის და საინტერესოც იყო. "ეს შენი პორნოგრაფიული გონება და შენი სექსუალური უპასუხისმგებლობაა, რამაც შენი ქორწინების კანონების ბორკილებში ჩაგსვა"- ეს ფრაზა განსაკუთრებით.
2. არა, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებაა :D
არა, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებაა :D
1. ესეც მდარე ლექსებისგან თავდასაცავი საშუალებაა?:) ესეც მდარე ლექსებისგან თავდასაცავი საშუალებაა?:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|