 | ავტორი: რჰაეგარი ჟანრი: პროზა 1 სექტემბერი, 2012 |
- ბინდშერეული საღამო იდგა და მეც შორიდან ვუცქერდი იმ სასიამოვნო სიმუქეს, ოდნავ გაბზარული ფანჯრიდან რომ აღწევდა ოთახში. რაღაც დრო საკუთარი თავისთვისაც უნდა დამეთმო, თორემ ასე უაზროდ შემოპარული მოუსვენრობა ერთიანად დაჩრდილავდა პატარ-პატარა ნაწილაკებისაგან შექმნილ დღის წესრიგს. სიკვდილზე, აჩრდილებზე და აქაურობისგან შორს მყოფ სამყაროზე ჩაფიქრებული წამიერად გამომაფხიზლა წყეული ჩაიდნის წუილმა და მეც გავაგრძელე ფიქრზე ოდნავ სასიამოვნო პროცედურის გავლა, არანორმალური აქტივობების ნემსით ამოკაწვრა ქათმის ოდნავ მოხრუკულ კანზე და მძიმე როკის ჩუმი ღიღინი; როგორც უკვე ვთქვი, მეც მჭირდებოდა განტვირთვა. მისი მოსვლის მესამე დღე იყო. მაგიდის მოპირდაპირე მხარეს ჩამომჯდარ სტუმარს ერთი-ორჯერ დავუქნიე თავი, გულისყურით გისმენ-თქო, ვუთხარი, ის კი ისე განაგრძობდა შიზოფრენიული ამბების მოყოლას, თითქოს რაიმე საქებარს მიამბობდა. - მე მაინც არ მესმის, რატომ არ მეშვებით! - გავბედე და ვუთხარი. კაცმა ფრჩხილებით ნაზად დაფხაჭნა მაგიდა. - როგორ თუ არ გეშვებით?! თქვენ ხომ თქვენი ნებით უსმენთ ჩემს ღამეულ ამბებს? - მითხრა და დანა ყელზე მომაბჯინა. - ნუთუ ამას უინტერესოდ თვლით, ბატონო სტენტჰემ? - არა, სულაც არა! - ვუთხარი წამშივე, - თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მიკვირს, მაინც და მაინც მე რატომ ამირჩიეთ! - მან ჩაახველა, - იმის თქმა მსურს, რომ თქვენ განსაკუთრებული კაცი ხართ; იმდენად განსაკუთრებული, რომ თქვენ არსებობაში ხანდახან ეჭვიც კი შემაქვს ხოლმე. მე კი თქვენი ამბების მოსმენაზე გასაოცარი ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია. ნეტავ ვიცოდე, რა გესაქმებათ ჩემისთანა უცხივრპირო კაცთან... უცნობმა ხრიწიანი ხმით ჩაიცინა. - სწორედაც რომ არაფერი მესაქმება და ამიტომაც აგირჩიე შენ, სტენტჰემ! მე აღარაფერი მითქვამს, მის სიცილს ავყევივი, მან კი მალევე გააგრძელა გუშინდელი ღამეული ამბის მოყოლა: - ზუსტად იმ დღეს ვიმსხვერპლე მარიშკა. რუსი ქალი იყო, შენი სახლიდან ერთი-ორი მილის დაშორებით ცხოვრობდა; ტელევიზიითაც გამოაცხადებდნენ, ალბათ. ცოტა კი გამიჭირვეულდა მკლავებში, თუმცა კარგად გავერთე, - მისი მვკლელობის შემდეგ მთელი სხეული სასიამოვნოდ მიხურდა. ყოველ შემთხვევაში ქათმის კანზე ფხაჭვნას კი სჯობდა ფაფუკ ადამიანურ კანზე დანის ხახუნი. ნუ გეშინია, სტენტჰემ, შენ არაფერს დაგიშავებ! - ხელი მომიჭირა და მომიახლოვდა, - უბრალოდ, გიამბობ ხოლმე ამბებს, სანამ შენც ჭკუიდან არ შეიშლები... ჟრუანტელმა ერთიანად დამიარა სხეულში, ხელი ხელზე მოვიჭირე და ვცადე როგორმე დამემალა დაუფარავი ზიზღი მის მიმართ. უკვე მერამდენე დღე გასულიყო მას შემდეგ, რაც იგი მსტუმრობდა; ნელ-ნელა მეც ვიწყებდი იმის შეგუებას, რომ ადამიანის ფორმის ხორციელი დემონი დაუკითხავად მისახლდებოდა სახლში. ნურც იმას იფიქრებთ, რომ არაფერი მომიმოქმედებია, - პოლიციასთან განცხადება და ფსიქიატრის კაბინეტში გამომწყვდევა ერთი იყო. ისევ ჩემმა გამჭრიახობამ და მოტყუების კარგმა გამოცდილებამ გადამარჩინა, თორემ, ალბათ, თვეებით გამომაწყვევდნენ ფსიქიატრიულ კლინიკაში. დიახ, რაც ის გავიცანი მეც შევიცვალე. გარკვევით ვგრძნობდი, როგორ ვიცლებოდი წმინდა სისხლისგან, და როგორ მევსებოდა შიგნეულობა სიბინძურით. ღამე თავზე დამადგებოდა და ძილისპირულს ახალ მსხვერპლთა სახელებს ჩამჩურჩულებდა ხოლმე ყურებში, მერე კი დეტალურად მიყვებოდა, ვინ როდის და რატომ მოკლა... სახლის გაყიდვა და სხვა ქვეყანაში გადასახლებაც ვცადე, თუმცა შიშით ვერც აფიშა გამოვაკარი ჭიშკრის წინ, და ვერც რეკლამირება გავუკეთე ბინას. სხვაგვარად არც არავინ მოინდომა შესყიდვა, მე კი სულაც არ მქონდა იმისთვის ფული, რომ გავმგზავრებულიყავი და ახალი ცხოვრება დამეწყო. ბოლო კვირები ჩემთვის კოშმარს წააგავდა, სიზმრად ვხედავდი მასაც და ექოდ ჩამესმოდა მისი სიტყვებიც. ალბათ, თავშესაფარში რომ არ მივეტოვებინე მშობლებს, ახლა მათთან გავიქცეოდი; ან ასეთი დეპრესიული და საკუთარ თავში ჩაკეტილი მოზარდი რომ არ ვყოფილიყავი როდესღაც, რომელიმე მეგობარს მივაკითხავდი და ფეხზე წამოდგომამდე მასთან დავრჩებოდი, თუმცა რეალურად ასეთი არავინ მყავდა. ცხოვრებაში რამდენჯერ მეგრძნო თავი მარტოსულად, თუმცა ახლა ყელზე ჰაერის შეგრძნებაც კი უდიდეს სიცარიელეს განმაცდევინებდა. ყოველ საღამოს ტირილი ჩვევად მექცა, მას მერე კი უცნობი კაცის სისხლიანი დღიურების მოსმენა ძილის წინ... მას მერე ორი წელი გავიდა, და ათასობით მარიშკასნაირი დააკლდა ქვეყანას, მერე პოლიციაც ახმაურდა და ბოლომდე ჩაეფლო გამოძიებაში. მათთვის არაფერი შემიტყობინებია, ისე კი მრავალჯერ ვცადე რამის მოფიქრება და რთულ პერიოდში - სუიციდიც კი; როდესაც უნებისყოფობის გამო ვერაფერი შევძელი, ბიბლიოთეკაში შევაბიჯე და მისტიფიკაციაზე გადავშალე წიგნები. გადავიკითხე არტიკლები პიროვნების გაორებაზე და ეგზორციზმზე, თუმცა როცა მის დემონად აღიქვაზე ყველა ეჭვი გამიქრა, ბარში შევედი და ორი ბოთლი ვისკი დავცალე; სიმთვრალის კვალობაზე გამბედაობამ მძლია, იარაღი შევიძინე და უცნობ მკვლელს დავუწყე ლოდინი... მასთან სასაუბროდ, როგორც არასდროს, ისე მოვემზადე, ფანჯრები ღია დავტოვე, რათა საიდუმლო შემოსასვლელიდან შემოპარვისას ჰაერი დაუღალავად ჰყოფნოდა. სტუმარი მალევე გამომეცხადა, ალბათ ახალ მსხვერპლზე ჰქონდა საამბობი. - სტენტჰემ! - მომესალმა ის და თავისი ადგილი დაიკავა, - დღეს შენი ნამდვილი მშობლები დავხოცე. დაყენებული ღიმილი მაშინვე მიმეყინა სახეზე. - როგორ მიაგენი? - ეს რაში გაინტერესებს, მთავარია რომ დავხოცე. შენც ეს არ გინდოდა, სტენტჰემ?! მათ გახსენებაზე ხომ ყოველთვის ბოღმით სკდებოდი... ჯიბიდან რევოლვერი ამოვაძრე და კაცისკენ გავიშვირე. რამდენიმე წამით მოელვარე თვალებში მივაჩერდი ზიზღით, მერე კი რაღაცამ მძლია და ტყვია ჭერისკენ გავისროლე. ,,- სტენტჰემ! ასე როგორ შეიძლება, სტენტჰემ?” - მონოტონურად იმეორებდა უცნობი მკვლელი და თითქოს ამაყობდა ჩემს მკვლელად შედგომას. კაცი გაუჩერებლად ხითხითებდა, მე კი ცოტაღა მაკლდა და ჩახმახს ხელს გამოვკრავდი. იქამდე უკვე მრვალაჯერ დასმული კითხვა კიდევ უნდა მეკითხა, თუმცა ბაგეებიდან მოწყვეტილ სიტყვებს ვერ ვაბოლოებდი. ,,- ასე როგორ შეიძლება, სტენტჰემ?” - ორი ტყვია ერთმანეთის მიყოლებით გავისროლე, ერთი ფეხში, მეორე კი მუცელში გავარტყი. კაცი შექანავდა, მერე კი ძირს დაეცა და ხითხითი განაგრძო. მისი ხმა თანდათან მიიკარგა ღამის სიჩუმეში. მე ბოლო წუთამდე გაოგნებული მივჩერებოდი, თუ როგორ იცლებოდა კაცი სისხლისგან და როგორ აღწევდა სისხლი ჩემამდე. ბინდშერეული საღამო იდგა და მეც სიამოვნებით ვკაწრავდი დანით უცნობი მკვლელის (ჩემ მიერ ამომწვარ) წითელ სხეულზე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. კარგია იმდენად, რომ ავტორის ფანტაზია მდიდარია, არ არის გასაკვირი კოშმარები მოსწოდეს ავტორს, რამეთუ ის ამ წარმოსახვაში ძალას ხედავს და და ცნობისმოყვარეობა აიძულებს გაითავისოს საშინელებათა ჟანრის ნაწარმოების შინაარსი, , კარგია იმდენად, რომ ავტორის ფანტაზია მდიდარია, არ არის გასაკვირი კოშმარები მოსწოდეს ავტორს, რამეთუ ის ამ წარმოსახვაში ძალას ხედავს და და ცნობისმოყვარეობა აიძულებს გაითავისოს საშინელებათა ჟანრის ნაწარმოების შინაარსი, ,
16. მეც ვიცი, რომ არც ისე კარგია :)) მაინც გმადლობ XD მეც ვიცი, რომ არც ისე კარგია :)) მაინც გმადლობ XD
15. არც ისე კარგია არც ისე კარგია
14. ჭა, დიდი მადლობა! :) დასასრულს ალბათ შევცვლი... დალილა, გმადლობთ! ჭა, დიდი მადლობა! :) დასასრულს ალბათ შევცვლი... დალილა, გმადლობთ!
13. კარგად წერ...5
ბინდშერეული საღამო იდგა და მეც სიამოვნებით ვკაწრავდი დანით უცნობი მკვლელის ჩემს მიერ ამომწვარ წითელ სხეულზე; მე აქ დავამთავრებდი...:)
კარგად წერ...5
ბინდშერეული საღამო იდგა და მეც სიამოვნებით ვკაწრავდი დანით უცნობი მკვლელის ჩემს მიერ ამომწვარ წითელ სხეულზე; მე აქ დავამთავრებდი...:)
12. კარგი ნაწერია.მძიმე, მაგრამ საინტერესო.
წარმატებები. კარგი ნაწერია.მძიმე, მაგრამ საინტერესო.
წარმატებები.
11. კარგი ნაწერია.მძიმე, მაგრამ საინტერესო.
წარმატებები. კარგი ნაწერია.მძიმე, მაგრამ საინტერესო.
წარმატებები.
10. საშინელებათა ჟანრი უყვარს "აზგოს". დიდხანს ეძებდა ამ საიტზე ასეთ ნაწერს, ნახავს და გაიხარებს. :) ოღონდ დანის გულში გარჭობის ეპიზოდი არა დამაჯერებელი მეჩვენა, დანის აღმართვიდან - გულში გარჭობამდე ვფიქრობ რაიმე ემოციური "პასაჟი" უნდა დაუმატო...
კარგი ნაწერია. მკვლელობა შურისძიების მიზნით , იმ მშობლების გამო, რომლებიც არასოდეს უნახავს მთავარ გმირს, რადგან თავშესაფარში გაიზარდა. საშინელებათა ჟანრი უყვარს "აზგოს". დიდხანს ეძებდა ამ საიტზე ასეთ ნაწერს, ნახავს და გაიხარებს. :) ოღონდ დანის გულში გარჭობის ეპიზოდი არა დამაჯერებელი მეჩვენა, დანის აღმართვიდან - გულში გარჭობამდე ვფიქრობ რაიმე ემოციური "პასაჟი" უნდა დაუმატო...
კარგი ნაწერია. მკვლელობა შურისძიების მიზნით , იმ მშობლების გამო, რომლებიც არასოდეს უნახავს მთავარ გმირს, რადგან თავშესაფარში გაიზარდა.
7. მანანა კაკაჩია, გმადლობთ ნაწერის მოწონებისთვის. როგორც უკვე ვთქვი, ეს ჟანრი მე თვითონ მიყვარს და მაინტერესებს, შესაბამისად მსიამოვნებს ასეთ თემებზე წერაც... (ბევრს მოსწონს საშინელებათა ჟანრი, ერთადერთი არ ვარ.) mrs.smith, გეთანხმებით, დასასრული ნამდვილად მოიკოჭლებს :>... გმადლობთ :)) მანანა კაკაჩია, გმადლობთ ნაწერის მოწონებისთვის. როგორც უკვე ვთქვი, ეს ჟანრი მე თვითონ მიყვარს და მაინტერესებს, შესაბამისად მსიამოვნებს ასეთ თემებზე წერაც... (ბევრს მოსწონს საშინელებათა ჟანრი, ერთადერთი არ ვარ.) mrs.smith, გეთანხმებით, დასასრული ნამდვილად მოიკოჭლებს :>... გმადლობთ :))
6. ნაწერი ცუდი არაა,მაგრამ ... როცა წერა შეგიძლია, ასეთ საშინელებაზე უკეთესი თემა ვერ შეარჩიე?:( ნაწერი ცუდი არაა,მაგრამ ... როცა წერა შეგიძლია, ასეთ საშინელებაზე უკეთესი თემა ვერ შეარჩიე?:(
5. აი, მე ვერ შემეშინდა =))
მძიმე ტექსტია. არა თავისი შინაარსით. ფსიქოლოგიური აცდენებიცაა
ნუ გეშინია, სტენტჰემ, შენ არაფერს დაგიშავებ! - ხელი მომიჭირა და მომიახლოვდა, - უბრალოდ, გიამბობ ხოლმე ამბებს, სანამ შენც ჭკუიდან არ შეიშლები...<<აი, ამის მიხედვით რომ გაგეგრძელებინა სიუჟეტი და ცოტა ვრცელი დაგეწერა, იქნებ, გამოსულიყო რამე =)
წარმატებები აი, მე ვერ შემეშინდა =))
მძიმე ტექსტია. არა თავისი შინაარსით. ფსიქოლოგიური აცდენებიცაა
ნუ გეშინია, სტენტჰემ, შენ არაფერს დაგიშავებ! - ხელი მომიჭირა და მომიახლოვდა, - უბრალოდ, გიამბობ ხოლმე ამბებს, სანამ შენც ჭკუიდან არ შეიშლები...<<აი, ამის მიხედვით რომ გაგეგრძელებინა სიუჟეტი და ცოტა ვრცელი დაგეწერა, იქნებ, გამოსულიყო რამე =)
წარმატებები
4. ჯონათან, ხანდახან ასეთ რაღაცეებზეც მსიამოვნებს წერა, ხასიათსაც გააჩნია :დ საერთოდ მიყვარს საშინელებათა ჟანრი ლიტერატურაში :))
გმადლობთ ^_^ ჯონათან, ხანდახან ასეთ რაღაცეებზეც მსიამოვნებს წერა, ხასიათსაც გააჩნია :დ საერთოდ მიყვარს საშინელებათა ჟანრი ლიტერატურაში :))
გმადლობთ ^_^
3. საშინელი მემკვიდრეობა . "ასე როგორ შეიძლება სტენტჰემ"?! 15 წლის ბიჭები ასე წერენ? ასეთ თემაზე? მდაჰ! არადა, კარგად წერს. საშინელი მემკვიდრეობა . "ასე როგორ შეიძლება სტენტჰემ"?! 15 წლის ბიჭები ასე წერენ? ასეთ თემაზე? მდაჰ! არადა, კარგად წერს.
2. კარგად დაწერილი საშინელებაააა! +++++++++++++++++++++++ მაგრამ შევშფოთდი... კარგად დაწერილი საშინელებაააა! +++++++++++++++++++++++ მაგრამ შევშფოთდი...
1. საინტერესოა ^^ საინტერესოა ^^
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|