 | ავტორი: დონკიხოტი ჟანრი: პოეზია 2 სექტემბერი, 2012 |
დღესაც ისე არ არის, როგორც მინდა რომ იყოს, ვიცი, რომ ეს დღეები, სულ არაფერს მპირდება და მინდა რომ რუტინამ, დღესვე ბოლო მომიღოს! შეწყდეს ეს უსარგებლო, გულში ჩუმი სისხლდენა.
შეწყდეს, როგორც სიმღერის სევდიანი მოტივი, შეწყდეს, როგორც სიზმარში მიტყდებოდნენ ხიდები. რადგან დღესაც ასე ვარ - მშრალი კალაპოტივით და გვალვიან ხეობებს, სულ ვერაფერს ვპირდები.
ან იქნება არსებობს, რამე სულ სხვა საბაბი, რის გამოც ამ სიცოცხლეს, მე ვერა ვთმობ იოლად?.. ამ დღიდან რომ შემდეგში, საგზალივით ჩავლაგდი, შემდეგმაც რომ ეს დღე იქ, ჩრდილად გამოიყოლა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|