ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეფე ლირი
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2012


* * *

არ მინდა ყალბი არც მოფერება,
დაე, დაეშვას სცენაზე ფარდა,
ჩანს ქვეყნად არვინ არ მემტერება,
ისევე ჩემი მოკეთის გარდა..
ისევე ჩემი სისხლ-ხორცის გარდა,
ხემა სთქვა ცული მიზამსო ვერას,
მორჩა, დაეშვა სცენაზე ფარდა,
ოღონდ თამაში გრძელდება ჯერაც...
როდემდე ასე ნიღბებით, ხალხო,
მზის არიდება ელამ თვალებით,
დაჰყვება  სივრცე დროს, ,,სატრაბახოს",
გადაკუზული უკანალებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები