მეფეთა აღმასვლა მთავრდება დაცემით, კარები დახურეთ, დამტოვეთ საკუთარ თავთან და სინდისთან, რომელსაც კაცები ვწრავდით არასდროს და უფლის საკურთხად ვაგებდით ტაძრებს და ვთელავდით სამანებს, ვმეფობდით, ვმონებდით და ასე უწყვეტლივ, ვურევთ და ვალაგებთ სანამ ჩვენ სამარეს, გავითხრით ჩვენივე ცოდვილი ბუნების, ჩვენივე ხელებით წარსულში საკრძალად, რადგანაც ასეთი ყოფილა სასჯელი, რადგანაც ასეთი ყოფილა აკრძალვა, დამტოვეთ საკუთარ სინდისთან სამსჯავროდ, დახურეთ გონი და დამალეთ ცოდვები, მაჩვენეთ, მარხვისგან ნატანჯი ძალა და გონება, რომლითაც იმდენად მშორდებით, რომ უფლის განაჩენს ვერგები ჯალათად. გაცვითეთ ფრაზები სიხშირით ლოცვების, დააბით აშლილი ვნებანი შინაგან რწმენით და ილოცდეს, კახპა თუ ლოთები, ილოცდეს ყველაზე ღარიბი იმათგან, ყველაზე მდიდარი რომ თავი ჰგონია..
და ახლა როდესაც მომავალს ვუცქერი, რომ მეფე შურდულით განგმირავს გოლიათს, და მერე იონას ვეშაპის მუცელი, ექნება საგზლად და სამი დღის სამყოფად, რომ მერე უფალი დააქცევს ბაბილონს და მერე წმინდანი წითელ ზღვას გაყოფს და რომ მერე მეტოქე იაკობს დაინდობს და მერე იობი ცხონდება მოთმენით, უფალო! შენ ადამს რომ სული შთაბერე, მითხარი ბოროტი სად გაჩნდა? რომელით ჯერ იყო სიკეთე და მერე... და მერე, ეცემა სოდომ და ეცემა გომორა, შეშლილი სამყარო და სისხლი ძარღვებში, ტრიალებს პირუკუ და ახლა როგორღაც, მძვინვარებს ბოროტი ცრემლებით გალეშილ მიწაზე, და მუხლის ჩოქებით ლოტი კი საკუთარ ქვადქცეულ მეუღლეს დასტირის, რადგანაც ასეთი ყოფილა მოტივი, სამყაროს შექმნიდან ბოლომდე განცდილი.. ტრიალებს ბორბალი ბედის და იოსებს, თავისი ძმებივე წირავენ გროშივით, და ახლა სამყაროს ბოროტი იმონებს, და ახლა სამყარო საათის მოშლილი ისრების ღერძივით გვაპარებს სიცრუეს..
რამდენიც მშობლისგან მოითხოვს სამართალს, რამდენი საკუთარ მეუღლეს იწუნებს, იმდენჯერ გვეკუთვნის სასჯელი უდავოდ, და ბოლოს რამდენიც უაზროდ ვაღამოთ, თხოვნა მაქვს იმდენჯერ დაგვსაჯე უფალო და მერე თავიდან შექმენი სამყარო..!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. +5 მომწონს ეს გვერდი მე... +5 მომწონს ეს გვერდი მე...
12. მადლობა თათანა :) მადლობა თათანა :)
11. ძალიან კარგია, ძალიან
რაც შეეხება 7. კომენტარს თქვენ, მომიტევეთ და ცუდი მკითხველი ხართ, ძალიან. ძალიან კარგია, ძალიან
რაც შეეხება 7. კომენტარს თქვენ, მომიტევეთ და ცუდი მკითხველი ხართ, ძალიან.
10. (შეფასების სისტემა 0-10)= 4 (შეფასების სისტემა 0-10)= 4
9. კარგია...
ძალიან კარგია.. კარგია...
ძალიან კარგია..
8. ბიძია სემი :* გუშინ რომ გითხარი ისევ ის და ისევ სხვანაირად :)) ბიძია სემი :* გუშინ რომ გითხარი ისევ ის და ისევ სხვანაირად :))
7. და ახლა სამყარო საათის მოშლილი ისრების ღერძივით გვაპარებს სიცრუეს.. ახლა კი არა სულ გვატყუებდა საათი- უკუღმა ბრუნავს და დროს წაღმა აჩვენებს?! მე არ მჯერა რაღაც ეგ ამბავი.. ყველას სახელით ნუ ითხოვთ რა დასჯას .ერთხელაც იქნება, უფალი ამინს დააყოლებს ამ თხოვნას და არა მგონია, სამყაროს თავიდან შექმნის სურვილი და შესაძლებლობები დარჩეს "იმდენჯერ" დასჯის შემდეგ
და ახლა სამყარო საათის მოშლილი ისრების ღერძივით გვაპარებს სიცრუეს.. ახლა კი არა სულ გვატყუებდა საათი- უკუღმა ბრუნავს და დროს წაღმა აჩვენებს?! მე არ მჯერა რაღაც ეგ ამბავი.. ყველას სახელით ნუ ითხოვთ რა დასჯას .ერთხელაც იქნება, უფალი ამინს დააყოლებს ამ თხოვნას და არა მგონია, სამყაროს თავიდან შექმნის სურვილი და შესაძლებლობები დარჩეს "იმდენჯერ" დასჯის შემდეგ
6. გუშინ სულ მეფიქრებოდა, რომ ეს ლექსი წაკითხული მქონდა სადღაც. მართლა წაკითხული მქონია:) ნოეს რა ენაღვლება- ყოველ დასჯაზე გადარჩება:)) გუშინ სულ მეფიქრებოდა, რომ ეს ლექსი წაკითხული მქონდა სადღაც. მართლა წაკითხული მქონია:) ნოეს რა ენაღვლება- ყოველ დასჯაზე გადარჩება:))
5. ავტორი: ბიძია სემი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 3 ავტორი: ბიძია სემი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 3
4. შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ერთი ამოსუნთქვით არ არის გამონაძერწი ეს ნაშრომი-მომიტევეთ!! წარმატებებეი ავტორს! შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ერთი ამოსუნთქვით არ არის გამონაძერწი ეს ნაშრომი-მომიტევეთ!! წარმატებებეი ავტორს!
3. ჰო, მომეწონა... საინტერესოა... +5 აქ :) ჰო, მომეწონა... საინტერესოა... +5 აქ :)
2. ძალიან კარგი ლექსია, საინტერესოდაა ბიბლიური ისტორიები გადმოცემული და აზრიც დევს, რაც ნამდვილად დასაფასებელია, რადგან ძალიან ბევრი ლექსი სიტყვების უაზრო თამაშია და მეტი არაფერი. ისე,მართლაც რომ დასასჯელი ვართ ჩვენი საქციელის გამო, მაგრამ მართალია, სამარეც კი უკვე სასჯელია ჩვენივე ცოდვებით გათხრილი. ნამდვილად დასაფასებელი პოეტი ბრძანდებით და რომ შემეძლოს 100 ქულას დაგიწერდით. +++++++++++++++++ ძალიან კარგი ლექსია, საინტერესოდაა ბიბლიური ისტორიები გადმოცემული და აზრიც დევს, რაც ნამდვილად დასაფასებელია, რადგან ძალიან ბევრი ლექსი სიტყვების უაზრო თამაშია და მეტი არაფერი. ისე,მართლაც რომ დასასჯელი ვართ ჩვენი საქციელის გამო, მაგრამ მართალია, სამარეც კი უკვე სასჯელია ჩვენივე ცოდვებით გათხრილი. ნამდვილად დასაფასებელი პოეტი ბრძანდებით და რომ შემეძლოს 100 ქულას დაგიწერდით. +++++++++++++++++
1. ბიბლია. კარგი იყო! ფინალი განსაკუთრებით. ვინ ხართ თქვენ , ბიძია სემ? მე -არა, სხვას აინტერესებს:) ბიბლია. კარგი იყო! ფინალი განსაკუთრებით. ვინ ხართ თქვენ , ბიძია სემ? მე -არა, სხვას აინტერესებს:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|