ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანგო
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2012


☎☎☎შავი თოლია☎☎☎

აკლდამა დაიხურა. გამომეღვიძა...
ღია ფანჯარა და მის რაფაზე შავი თოლია, აქამდე არა თუ მინახავს, არამედ არც კი მსმენია შავ თოლიაზე.
ზღვა ცოფიანი ჩანდა, ღრუბლებიც აჩქარებულ კადრებად დასრილაებდნენ თავისი მარშრუტით: დასავლეთი-აღმოსავლეთი.
ოთახში შემოხიზნული აღგზნებული ქარი ტუჩემზე მარილიან ამბორს არ წყვეტდა. ამბორი და განუცდელი შიში, რომელი უფრო ნამდვილი იყო?..
ძველებური "დისკიანი"ტელეფონის ზარმა სხეულში ადრენალინივით დმიარა და საწოლში ნახევრად შიშველმა, მორცხვი ქალიშვილივით ავიფარე ზეწარი ბაგეზე.
-გისმენთ!
ათრთოლებული ხმა თითქოს ნელ-ნელა მშორდებოდა.
_ირაკლი... გზიდან გადავვარდი მანქანით... ფეხში რაღაც რკინის ნაგლეჟი მაქვს გაყრილი... სისხლისგან ვიცლები მიშველე...
-თამო სად ხარ????
_არ ვიცი...
-ყურადღება მოიკრიფე და მითხარი სად ხარ?!!!
_გახსოვს რომ შემომფიცე... შენ ჩემზე დიდხანს უნდა იცოცხლოო"?
-ჰოდა ასეც იქნება! სად ხარ ჩემო ანგელოზო???
_ირაკლი.. შავი თოლია მოფრინდა, ღმერთო შავი უფრო ლამაზი ყოფილა...
ფანჯარის რაფაზე თოლია აღარ იჯდა...
-თამო.. თამო.. თამო!!!
აკლდამა დაიხურა, ძილინებისა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები