ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქურდულათ
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2012


ციმბირიდან ძვირფასო

ახლა ბუშლატით ვიმოსები პიჯაკის ნაცვლად,
რადგან ციხეა, ციმბირი და აუტანელი
ყინვა სულშიც და კედლებზედაც გაუსაძლისი
არის ძვირფასო, ასეთია ჩემი ცხოვრება.

გწერ და წერილებს ბალიშის ქვეშ ისევ ვინახავ,
რომ სიკვდილის წინ დაგიტოვო გადასაკითხად,
ან ყოველ ღამით გესაუბრო ციხის ფანჯრიდან,
რომელიც ვიცი არასოდეს არ გაღებულა,
შემოგაპარო ჩემს საკანში თუნდაც დროებით,
და ნარზე დამჯდარს გაუთავებლად ყველაფერზე
გელაპარაკო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები