 | ავტორი: სიზ-მარი ჟანრი: პროზა 18 სექტემბერი, 2012 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
დილის რვა საათი იყო ,როცა რაღაც ცივი სახეზე დამესხა წამოვხტი. -მეგონა არ გაიღვიძებდი და მაპატიე ყინულიანი წყალი მქონდა და.. მე მას ვუყურებდი ,მის დახრილ თვალებს,კბილები ქვედა ტუჩზე დაედო და დამნაშავესავით იხედებოდა,რა თქმა უნდა გულის შეტევა კინაღამ მომივიდა,ცივი წყლის დასხმაზე,მითუმეტეს ,რომ შემოდგომა იყო,მაგრამ გავუღიმე და ნიკაპზე ვაკოცე. -ლეო სად არის ჩემი შარვალი? ო ღმერთო კბილის ჯაგრისიც არ წამომიღია სახლიდან,ასე ვერსად წავალ. -აბანოში არის შენი შარვალი,და კბილის ჯაგრისიც ახალი ვიყიდე გუშინ,შენთვის. -კარგი-ეს,რომ ვთქვი ტუჩები დავპრუწე -ბავშვი ხარ ,ბავშვი,პრესტმირლ. -ვიციიი-მთელი ხმით გავყვიროდი და კბილის ჯაგრისიც ვიპოვე,. ყველაზე მეტი ალბათ ორ შემთხვევაზე ვიცინე ცხოვრებაში,როცა ბიძაჩემი ქალების გასახდელში შევიდა შეცდომით და ვიღაც ბებრუხანამ ქოსა თავზე წითელი ლაკის მაღალქუსლიანები უთავაზა და მეორეჯერ ამ ჯაგრისზე. იასამნისფერი ჯაგრისი იყო,რომელსაც დინოზავრის თავი ჰქონდა,ვიცოდი ლეომ განზრახ ,რომ მიყიდა ესეთი,მაგრამ მე უკვე თმაში ჭაღარა მქონდა შერეული და ეს უკვე ზედმეტი იყო. -მოგეწონა ჯაგრისი? -საყვარელო ლეონ,ამიერიდან ერთად ავარჩევთ ხოლმე ჯაგრისს თუ სხვა ნივთებს,რადგან შენ ჩემი ასაკში ეჭვი გეპარება ალბათ-ეს ,რომ ვთქვი გულიანად გავიცინეთ ორივემ და ,შემდეგ საათს ავხედეთ,. 11-ის 15 წუთზე ეკლესიაში ვიყავით ,წირვა დაწყებულიყო,ყველამ ჩვენ შემოგვხედა,მე არაფერი,მაგრამ ლეომ თავი უხერხულად იგრძნო. რამდენჯერ გავხედავდი კაბის ბოლოს იქაჩავდა. -შეეშვი ახლა ,არც ისე გამომწვევია ეგ კაბა,თან მე მომწონს. -რა მოგწონს? ბოზს,რომ ვგავარ? -არა,ის ,რომ ლამაზად გამოიყურები და მიტომ გაკვირდებოდნენ ადამიანები. გულში სულ სხვას ვფიქრობდი, რა თქმა უნდა,საზოგადოებას ვაგინებდი დედასდა ზოგადად ხელისუფლებას,მამაკაცები,რომელნიც გასართობად დადიან იმ ბუნაგში არ რცხვენიათ ან ქალებს ეკლესიის გარეთ ათასს საყვარლის კალთაში ,რომ ზიან.მაგრამ ვინც იქ მუშაობს არ უნდა მივიდეს ეკლესიაში და მოკლედ მას საზოგადოება ურჩევს დაეტიოს მის კანში(ბორდელში). აი ამ ქვეტექტსს ატარებდა იმ ადამიანების გამოხედვა,რომელიც ყოველდღე დადის ეკლესიაში და მაინც ერთსა და იმავე ცოდვებს ინანიებს. გარეთ სასიამოვნო ნიავი იყო,მზეც ნაკლებ მაწუხებდა ვიდრე ზაფხულის დღეებში იცის ხოლმე. -პრესტმირლ,იცი ძალიან დავიღალე ჯობს წავიდე სახლში ,ცხელი შხაპი მივიღო და გამოვიძინო. ხვალ ისევ სამსახურში მივდივარ.-ეს,რომ თქვა მისი ღრმა ჭაობის ფერი თვალები შუქნიშანს გახედა,იმ შუქნიშანს სადაც ჩვენი გზები იყრებოდა დროებით და (სამუდამოდ). -კარგი,რა გაეწყობა,დ ღეს ისევ სახლში მომიწევს ,ო არა კვირაა,ჩემი ბიძაშვილები.. -რა იყო ასე გძულს? -არა ,არ მძულს,უბრალოდ დამღლელი და მოსაწყენი ხალხია და იქ კიდევ მატილდას (ბიძაჩემი მეუღლე) გაუთავებელი საუბარი აღზრდა -განათლებაზე,დედაჩემს პირდაპირ სისხლს უშრობს,რადგან მე არ ვარ შესაბამისად განათლებული თორე მისი აზრით,კარგ სამსახურს ვიპოვიდი. -არაუშავს,შენც მეზობელთან ან ვინმე ძველ მეგობართან ერთად გაიარე და დრო გაიყვანე. -ჰო რა თქმა უნდა. ჩემო პატარა -მიყვარხარ. -მიყვარხარ. ეს სიტყვები ასე თბილად არასდროს გამიგონია მისგან ,როგორც ახლა. ლეონას სიტყვები გავითვალისწინე და მეზობელთან ჩავედი. მიხეილი ერქვა,მშობლები მიშიკოს ეძახდნენ,როგორც ვიცი საქართველოდან იყო. ესეთი სტუმართმოყვარე ადამიანი არასდროს არ შემხვედრია,ახალზგარდა ბიჭები ყოველთვის მასთან იკრიბებოდნენ. 3 წლის იყო როცა მშობლებთან ერთად გერმანიაში ჩამოვიდა. მამა არქიტექტორი ჰყავდა,დედა დიასახლისი. იმ დღეს შიმშილისგან გული მიმდიოდა,მაგრამ ჩემს კარს,რომ ყური მივადე ბიძაჩემის ხრინწიანი ხმა გამოდიოდა . იმ წამს მოვწყდი კიბეებს და დავეშვი მიხეილთან. ჩვენ კარტი ვითამაშეთ,შემდეგ დიასახლისმა ,რაღაც ოვალური ფორმის ცომში ჩადებული ხორცი დაგვიდო,როგორც გავიგე ხინკალი ერქვა,ლუდიც გაციებულ ი იყო,დესერტიც კი მოიტანა,ვაშლის ჯემისგან დამზადებული კექსი .რომ გავიაზრე რას ვაკეთებდი ,შემრცხვა ,თუმრე ისე მშიოდა ყველაფერი გადავჭამე. -მიხეილ ,ქალბატონო ნინო ბოდიშით -არა გეთაყვა,რამდენიც გინდა მიირთვი ,მიხეილს ძალიან უყვარს ხოლმე მის მეგობრების აქ ამოსვლა.აუცილებლად გვესტუმრე ისევ) -რა თქმა უნდა. შემდეგ ეზოში ჩავედით მე და მიხეილი კალათბურთის სათამაშოდ,. ის ბევრად მაღალი იყო ჩემზე,მართლა კარგი მოთამაშე და ჭკვიანი ,დინჯი პიროვნება. ორი დღე გავიდა რაც გარეთ არ გავსულიყავი,შესაბამისად ვერც ლეო ვნახე,ალბათ ფიქრობდა,რომ მომბეზრდა,მაგრამ ეს აასე არ იყო. მან რაიცოდა,რომ სახლში რემონტი მიმდინარეობდა და დედაჩემი აკვიატებულმა აზრებმა მაიძულა ლიმონისფრად შემეღება სამზარეულო,. აქ კი ნამდვილად გამოვიყენე გონება,ცოტა მეტი საღებავი ვიყიდე და ლეონას სახლისათვიუს გადავდე. ამის შემდეგ მიხეილის დედას ვთხოვე ის რაღაც ტკბილი ორცხობილა ერთი დაეცხო ჩემთვისაც ,ძალიან მინდოდა და მოვუბოდიშე,ფულიც შევთავაზე მაგრამ არ აიღო. მე საქართველოში არასოდეს არ ვყოფილვარ,მაგრამ ახლა დიდი ოცნება მაქვს,რომ ის ლეონასთან ერთად ვნახო. ქ.ბ ნინომ ხინკალიც კი გამომატანა. ლეონას დავურეკე ,ვუთხარი სამსახურიდან თავი გაითავისუფლე და აუცილებლად სახლში მოდი მეთქი. 11 საათი იყო ,როცა ლეომ კარი გააღო მე კი ლუდით და ქართული სუფრით მივედი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მომწონს როგორც პროზა, კარგი თხრობა გაქვს, სასიამოვნო ეპიზოდებიც არის, თუმცა ნაკლსაც აცღნიშნავ და არ უნდა გეწყინოს,
პრესტომინალი, რომ არ არის საქართველოში ნამყოფი ვითომ ამით ხსნი, რომ წერ " დიასახლისმა ,რაღაც ოვალური ფორმის ცომში ჩადებული ხორცი დაგვიდო ,როგორც გავიგე ხინკალი ერქვა"-ო. ოვალური ცომში შადებული ხორცი -ხინკალია?
მომწონს როგორც პროზა, კარგი თხრობა გაქვს, სასიამოვნო ეპიზოდებიც არის, თუმცა ნაკლსაც აცღნიშნავ და არ უნდა გეწყინოს,
პრესტომინალი, რომ არ არის საქართველოში ნამყოფი ვითომ ამით ხსნი, რომ წერ " დიასახლისმა ,რაღაც ოვალური ფორმის ცომში ჩადებული ხორცი დაგვიდო ,როგორც გავიგე ხინკალი ერქვა"-ო. ოვალური ცომში შადებული ხორცი -ხინკალია?
2. იმედი მაქვს ,ეგეთი პოროვნებები ბევრი არის საქართველოში. ხოლო თუ მოთხრობის გაგრძელებას გულისსხმობ,არ ვიცი რა მოხდება)))))))))მადლობ ,რომ წაიკითხე)*) იმედი მაქვს ,ეგეთი პოროვნებები ბევრი არის საქართველოში. ხოლო თუ მოთხრობის გაგრძელებას გულისსხმობ,არ ვიცი რა მოხდება)))))))))მადლობ ,რომ წაიკითხე)*)
1. გამომრჩენია ეს (კინაღამ). სულ ვფიქრობდი, რომ საქართველო (ქართველი) უნდა შემოსულიყო მოთხრობაში, რაიმე ფორმით - და ძალიან ბუნებრივია, რომ სუფრით მოხდა ეს შემოსვლა:) გვესტუმრებიან ვითომ ლეონა და პრესტომირლი? ;)
გამომრჩენია ეს (კინაღამ). სულ ვფიქრობდი, რომ საქართველო (ქართველი) უნდა შემოსულიყო მოთხრობაში, რაიმე ფორმით - და ძალიან ბუნებრივია, რომ სუფრით მოხდა ეს შემოსვლა:) გვესტუმრებიან ვითომ ლეონა და პრესტომირლი? ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|