ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქურდულათ
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2012


იმღერეთ ბიჭებო (პატიმრებს)

იმღერეთ ბიჭებო, გულიდან იმღერეთ,
გიტარას სიმები დაუწყდეს თუ გინდათ,
თქვენ მაინც იმღერეთ, ბიჭებო იმღერეთ,
დრო მაინც მოვა და თქვენს თავებს ვფიცავარ,
შვილებთან მოვყვებით, თუ როგორ არ გავტყდით
და როგორ ცდილობდნენ ღირსების წართმევას.

იმღერეთ ბიჭებო, დედებზე იმღერეთ,
სიცოცხლის ბოლომდე კართან, რომ იცდიან,
ცრემლიან თვალებში იმედს, რომ არ კლავენ,
პატიმარ შვილებზე მზრუნავი დედები.

იმღერეთ ბიჭებო, სიკვდილზეც იმღერეთ,
კაცურად სიკვდილზე იმღერეთ ბიჭებო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები