ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანგო
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2013


მზერის მძევალი

დამშვიდდი პატარავ, დამალე ბრაზი.
არ დაგავიწყდეს ჩემი ხმის კოცნა.
მე მენატრება შენი თმა ნაზი,
თბილისურის" წინ სიკვდილის მოცდა.

შენც შეგებრალე,ამ მზერის მძევალს:
-იცოცხლოს, იყოს, რად უნდა მოკვდეს?...
მე მარადიულ ღიმილის მძებნელს
მელანქოლიის ცრემლები მეძებს.

არ ვიცი როგორ, მაგრამ გპირდები:
მე შეგაყვარებ წმინდა -მიყვარხარს!
მაგრამ  წმინდანი მე ვერ ვიქნები..
თუმცა ფიქრებში ცისკენ მიმყავხარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები