ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: akaki-2
ჟანრი: პროზა
27 სექტემბერი, 2012


ჩემი მთავარი სათქმელი!

          ამ    დრემდე  არ  მიფიქრია  ჩემი მთავარი სათქმელი ხმამაღლა წარმომეთქვა,      ალბათ    ზოგადად ყველა  ადამიანის  გულში დევს  მოწოდება, მისწრაფება, სასოება  რომლისათვისაც იბრძვის,  რომლის  მიღწევასაც  ცდილობს  და  ამ  ნათელი  მიზნისთვის  გაწეული ნებისმიერი ღვაწლი  უფრო  მეტად  წაახალისებს მომავლისათვის.
            მინდა  ღირსეული  შვილი    ვიყო  ჩემი  ქვეყნისა, ჩემი  წინაპრებისა, რომელნიც  სისხლის  უკანასკნელ  წვეთს  სწირავდნენ  მშობელი  ქვეყნის  გადასარჩენად.
          მიყვარს  ჩემი  ლამაზი  საქართველო  ღვთისმშობლის  წილხვედრი,  უფლის  კვართის  თანაზიარი, წმინდა  ნინოს  მადლით  გაქრისტიანებული,  წითელ  ყაყაჩოებად  ამობიბინებული  ,,არა-გველების" სისხლით    გაპოხილი  მშობელი  მიწა,    ლურჯთვალა  იებად  ამოპენტილი    დედის  მწარე  ცრემლები,  ვაშლების  გაშლილი    ყვავილებიდან  შობილი  ღირსეული  მამულიშვილების  სამშობლო.      ილიას,  აკაკის  და    ვაჟას  ხელით    ნალოლიავები,  რუსთაველის    სიბრძნის  სათავე    და  ვინ  მოსთვლის  რაოდენი  ღირსების  მქონე...
          მზად  ვარ  მისი  მომავლისათვის  მეც  ღირსეულად  მივიტანო  საკუთარი  თავი  სამსხხვერპლოზე  და  გავიმეორო  მეათასედ
                                                              ,,მშვიდობისათვის  მოვფრინავ  მტრედი
                                                                ვმღერი,  ვით  მღერის  სიმღერას  გედი.
                                                                მეტს  ვერას  გეტყვი    მამულო  ჩემო,
                                                                აჰა,  ჩემს  სისხლსაც  უსინჯე  გემო!"
        ცხოვრების  სხვადასხვა  ეტაპზე  სხვადასხვა  ღირებულებები  არსებობს  (  ალბათ),    ბავშვობაში  ვაჟა  ფშაველას    დიდებული  ნაწარმოები  წავიკითხე:  ,,კლდემ  მხოლოდ  ერთხელ  თქვა" ,    მაშინ  ვერ  მივხვდი  როგორ  შეეძლო  კლდეს  საუბარი,    შემდეგ  გავაცნობიერე,  რომ  ეს  სიტყვები  ჩემი  ცხოვრების  ამოძახილად  იქცა:    ,,კაცნო  გიყვარდეთ  ერთმანეთი"!
        ესაა  ჩემი  გულის  ნადები,  ვცდილობ    ეს  სიტყვები  არ  დარჩეს  ,,ხმად  მღაღადებლისად  უდაბნოსა  შინა",  ამიტომ, საკუთარი  ქცევით  მინდა მაგალითად  ვიქცე  ყოველი  მოკვდავის  წინაშე.  ძნელია  ამ  მისიის  შესრულება,  თუ  მხოლოდ  ერთი  ადამიანი  იტვირთავს  თავის  თავზე,  ამის  ნათელი  მაგალითია  განკაცებული  უფალი.    მან  დაუბარა  მორწმუნეებს:  ,,ჩემი  მოწაფეები  რომ  ხართ, იმით  გიცნობენ  თუ  სიყვარული  გექნებათ  ურთიერთ შორისო".
          მოდით,  შევძლოთ  შევიყვაროთ  ერთურთი...      თუ  გვეყვარება,  ვეღარ  განვსჯით    ისე  სასტიკად,  ვეღარ  მივაგებთ    ბოროტის  წილ    ბოროტს.
          მინდა  ბიბლიის  სიტყვები  მოვიშველიო: ,,სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს..."
            შეგვეწიოს  უალი  ჩვენი  მთავარი  ჩუმი  თუ  ხმამაღალი  სათქმელის  სწორად  წარმოთქმასა  და  განხორციელებაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები