ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯუბა ხაინდრავა
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2012


*†* შენი ლექსი *†*

ძალიან მარტივია ადგე და ამ ხეივნებს,
ამ ფოთლებს, ამ ფანჯარას გაყვე და უსამძიმრო.
უთხარი ასი წლის წინ თუ როგორ არხეინად
ვიდექით. გვიხაროდა. გვიყვარდა. დანანებით
ვიხსენებ, სანამ ღამეს სიზმრები დაარხევენ
შენ მოდი, დალალებით,

შენ მოდი ქარიტების, წვიმების ანაბარა.
სეზონზე იშვიათი, ჩიტების ნაკიანი
წლებია. ხომ გაიგე, მეც ერთი ავარა ვარ.
აგვისტოს ხილვებია და ხეთა სიმარტოვე,
(უთუო სიძნელეა) შენ სხვებსაც დაუბარე,
- წავედი, მიგატოვეთ .

ეს იყო ყველაფერი. ანანკე , გათოვება.
შეშლილი ფათერაკი და ძველი ფოლიანტი
ურჯულო ამინდები, მოდიან მატოვებენ
სიშავეს, ქარს მამტვრევენ და თეთრი დღეებია
აქეთაც, აღარა ღირს უბრალოდ გათენება.
ნაავდრალ ტყეებივით

სველია ჩემი გული, ურვა და საშინელი.
(რაფაზე დაკონილი, ყვავილთა წყვილებია)
იყო და არა იყო.. სულ ცოტაც გამიძელი !
იყო და არა იყო.. გელოდი, ამ მიწამდე !
მე აქ ვარ. სიყვარულის უქუდო მასპინძელი,
ნეტავი დამიცავდე,
ნეტავი დამიცავდე !



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები